DraftKings დიდი ბრიტანეტის ბაზარზე შედის

Daily Fantasy Sports-მა (DFS), მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, სრულიად ამერიკა დაიპყრო. დღესდღეისობით, უამრავი ამერიკელი თუ კანადელი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, მთელ თავის ინტელექტუალურ რესურსს, სწორედ DFS-ზე ხარჯავს და არანაკლებ წარმატებულად. როგორც ჩანს, DFS-ის ტალღა ევროპასაც ემუქრება, ხოლო ამ შემთხვევაში, პირველ 'დარტყმას' დიდი ბრიტანეთი მიიღებს. 

5 თებერვალს, DraftKings-მა, ამერიკულ ბაზარზე DFS-ის ერთ-ერთი მთავარმა პროვაიდერმა, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ინტერნეტ-პროდუქტი დიდ ბრიტანეთს წარუდგინა. ამიერიდან, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა, ამერიკელ მომხმარებლებთან ერთად შეეძლებათ, რაც საპრიზო ფონდების ზრდას გამოიწვევს. ეს კი, გემბლინგის ამ სახეობისთვის, უდიდესი სტიმული იქნება. 

მათთვის, ვინც არ იცის თუ რას წარმოადგენს Daily Fantasy Sports: ამ კულტურას საფუძველი ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩაეყარა. შეჯიბრში მონაწილე ირჩევს მისთვის სასურველ რეალურ ათლეტს, სპორტის კონკრეტული სახეობიდან და კონკრეტული ლიგიდან. შემდგომში კი, შეჯიბრის მონაწილე აგროვებს ქულებს, მის მიერ არჩეული სპორტსმენის რეალური შედეგების მიხედვით. თუ თქვენ მიერ არჩეულმა ათლეტმა სხეულის მძიმე დაზიანება, ან რომელიმე კუნთის ტრავმა მიიღო, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სეზონი წყალში ჩაგეყარათ. რამდენიმე წლის წინ კი გაჩნდა იდეა - უგულებელყოთ ყოველგვარი სეზონური თამაში, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს და ეთამაშათ ყოველდღიური მონაცემების მიხედვით. ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა: მოთამაშის მიერ გუნდის ცვლილება, ფიზიკური ტრავმა, წარუმატებელი სეზონი და ა.შ. გავლენას ვეღარ ახდენს ქულებზე, რადგან შედეგები ყოველდღიურ განახლებას ექვემდებარება. მორჩი თამაშს? შექმენი ახალი გუნდი, აირჩიე ახალი მოთამაშეები, მიიღე ახალი გადაწყვეტილებები! სწორედ ასე გაჩნდა Daily Fantasy Sports. 

თამაშმა, ჩრდილოეთ ამერიკაში, უკვე ღრმა ფესვები გაიდგა. DraftKings კი გემბლინგის ამ სახეობის უდიდესი მიმწოდებელია და ევროპაში თამაშის პოპულარობის მოპოვების შემთხვევაში, მისი გავლენის სფერო კიდევ უფრო გაფართოვდება. 

 

რუმები

ქართული უცხოური