წლის საუკეთესო პოკერ-ოპერატორის ტიტულს PokerStars ეუფლება
პირველ თებერვალს, ლონდონში, Savoy Hotel-ში თამაშების საერთაშორისო დაჯილდოების (IGA) ცერემონიალი გაიმართა, სადაც, 2015 წლის საუკეთესო პოკერ-ოპერატორის ტიტული PokerStars-მა მიიღო. მსოფლიოს უდიდესი რუმი, აღნიშნულ ტიტულს, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ეუფლება. როგორც Amaya Inc-ისა და PokerStars-ის კომუნიკაციების დეპარატამენტის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, 2015 წლის საუკეთესო ონლაინ-ოპერატორის ნომინაციაში გამარჯვება, პოკერ-რუმისთვის, უდიდესი პატივია. "ეს ტიტული, ჩვენი კომპანიისთვის უდიდესი დაფასების ნიშანია, - თქვა ერიკ ჰოლრეიზერმა, - ეს გამარჯვება 'პოკერსტარსის' მილიონობით მომხმარებლისა და კომპანიის ათასობით თანამშრომლის დამსახურებაა."
როგორც თავად 'პოკერსტარსის' წარმომადგენლები აცხადებენ, რუმის ასეთი წარმატების მთავარი მიზეზი უკეთესი, უფრო ფართომასშტაბური და კარგი ანაზღაურების მქონე ტურნირებია. 2 თებერვალს, პოკერ-რუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, კიდევ წარმატების კიდევ ერთ მიზეზს გაესვა ხაზი: სპინ'ენ'გოუ ტურნირებს, რომლებიც სულ უფრო მზარდი და აქამდე არნახული პოპულარობით სარგებლობენ.
სპინ'ენ'გოუ ტურნირებზე წვდომა, რომლებიც ლატარიის ხასიათს უფრო ატარებენ, ვიდრე პოკერის, 2014 წლის ოქტომბრიდან გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, ტურნირებზე, $13 მილიონ დოლარზე მეტი გათამაშდა, რამაც მათი წარმოუდგენელი პოპულარობა გამოიწვია. სპინ'ენ'გოუ ტურნირები, განსაკუთრებით, დამწყებ მოთამაშეებს იზიდავენ - მოთამაშეებს, რომლებსაც აზარტული ჟინი უფრო ამოძრავებთ, ვიდრე პოკერის რთული ფილოსოფია.
'პოკერსტარსის' წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო WCOOP-ის ონლაინ ტურნირების სერიაში მდგომარეობს. 2015 წელს, რუმმა, ტურნირების სერიების ფარგლებში 70 ივენთი ჩაატარა, რომლებზეც მოთამაშეებმა $66 მილიონი დოლარის მოგება შეძლეს. 'პოკერსტარსს' ასევე ეკუთვნის გინესის რეკორდი, ყველაზე ფართომასშტაბიანი ონლაინ ტურნირისთვის - 2015 წლის WCOOP-ის სერიების $0.01 დოლარიან ივენთზე 253.698 მოთამაშე დარეგისტრირდა.





