ინტერნეტ პოკერის დიდების კედელზე ფილ გალფონდისა და შონ დიბის სახელები გაჩნდება
გასულ კვირას, Two+Two ფორუმის რუბრიკის Pokercast-ის წამყვანებმა, ადამ შვარცმა და ტერენს ჩენმა, ფილ გალფონდი და შონ დიბი ინტერნეტ პოკერის დიდების კედლის (Internet Poker's Wall of Fame - IPWOF) ნომინანტებად დაასახელეს. წარდგენილ სახელებს შორის, ონლაინ გრაინდერი, Neteller-იც მოხვდა.
IPWOF 2015 წლის აგვისტოში, ადამ შვარცისა და ტერენს ჩენის მიერ დაფუძნდა და პოკერის დიდების დარბაზის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და ორგანიზაციის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ, ერთგვარ პროტესტს გამოხატავს. როგორც შვარცმა განაცხადა, ინტერნეტ პოკერის დიდების კედელზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი პირობაა უნდა სრულდებოდეს - მოთამაშეს ერთი დარიგება მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები ონლაინ სივრცეში. ყოველ ნომინანტს, უკანასკნელი სამეულის ჩათვლით, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ონლაინ პოკერის განვითარებაში. IPWOF-ში შედიან PokerStars-ის დამფუძნებელი ისაი შაინბერგი, ფრალად ფრიდმანი, pokerstrategy.com-ის დამფუძნებელი დომინიკ კოფერტი, კრის მორმანი, Planet Poker-ის დამფუძნებელი რენდი ბლუმერი, 2003 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული კრის მანიმეიკერი და 'პოკერტრეკერის' შემქმნელი პეტ ისაკი.
ფილ გალფონდი, ცნობილი როგორც OMGClayAiken და MrSweets28, ერთ-ერთი პირველი ონლაინ გრაინდერი იყო, რომლის მოგებამაც $10 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, ის იყო პოკერის სასწავლო საიტის, Blufire Poker-ის ერთ-ერთი სახე. ამჟამად კი, გალფონდი, საკუთარი საიტის RunItOnce-ის ერთ-ერთი ინსტრუქტორია. ინტერნეტ კარიერის გარდა, გალფონდი ცოცხალ თამაშებზეც საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს - WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური და $2 მილიონ დოლარზე მეტი მოგება ლაივ-ტურნირებიდან. გარდა ამ ყველაფრისა, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელთან თამაშზეც ტომ დუანმა უარი განაცხადა თავისი ლეგენდარული Durrr Challange-ის ფარგლებში.
მეორე ნომინანტი, რომელიც ადამ შვარცმა და ტერენს ჩენმა IPWOF-ზე წარადგინეს, შონ დიბია. 'ფულტილტზე' ის ცნობილია, როგორც tedsfishfry, ხოლო 'პოკერსტარსზე' - shaundeeb. მისი კარიერა SCOOP-ის 3 და WCOOP-ის 5 ტიტულს ითვლის. PocketFive-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შონ დიბის ინტერნეტ სივრცეში მიღებული მოგება $6.3 მილიონ დოლარს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ქეშ-გეიმერთა შორის, ის 128-ე ადგილზეა.
შონ დიბი პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც 'პოკერსტარსის' სატურნირო ლიდერბორდის სათავეში მოხვედრა ზედიზედ ორჯერ, 2007 და 2008 წლებში შეძლო. გალფონდის მსგავსად, ლაივ ტურნირებზე, დიბსაც $2 მილიონ დოლარამდე პროფიტი აქვს. 2015 წლის ზაფხულში კი, მან, $10.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთზე WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიგო.





