'პოკერსტარსი', იტალიელ მოთამაშეებს, ნეიმარის სახელობის Spin'n'Go-ების სერიას სთავაზობს
მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, იტალიელ მოთამაშეებს, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შესთავაზა - ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ბრაზილიის ნაკრებისა და კლუბ 'ბარსელონას' ღირსების დამცველის, ნეიმარის სახელობის სპინ'ენ'გოუს სერიები, რომელიც 30 იანვრიდან 7 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ ყველაფერში თითქოს განსაკუთრებული არაფერი ჩანს, მაგრამ რეალურად, ის რაც მომხმარებელს მიიზიდავს, თამაშის საფასურია: სავარაუდო 500.000 ევროიანი მოგებისთვის, მოთამაშეებს 0.20, 2 და 25 ევროს გადახდა მოუწევთ. ნორმალური სპინ'ენ'გოუს საფასური, ამ დროისთვის, 1-დან 10 ევრომდე მერყეობს და ტოპ პრიზის, ბაი-ინზე 10.000-ჯერ მეტი თანხის მოგების საშუალებას იძლევა.
მათთვის, ვინც არ იცის, თუ რას გულისხმობს სპინ'ენ'გოუ ტურნირები: ესაა ჩვეულებრივი ჰაიპერ-ტურბოს ტიპის სით'ენ'გოუ, რომელშიც 3 მოთამაშე ერთვება. საპრიზო ფონდი,უშუალოდ პირველი ხელის დარიგებამდე ხდება ცნობილი. უმეტესწილად, მოთამაშეები, მსგავსი ტიპის ტურნირებს მხოლოდ ბაი-ინის გასაორმაგებლად უერთდებიან. მსგავსი თამაში, განსაკუთრებული პოპულარობით, დამწყებ მოთამაშეებში სარგებლობს, რადგან აქ ყველაფერს იღბალი წყვეტს და არა ცოდნა და გამოცდილება. ნეიმარის სახელობის სპინ'ენ'გოუებზე რეიკის ოდენობა 10%-დან 7%-მდე მერყეობს.
ნეიმარის ტურნირები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 'პოკერსტარსმა' კრიშტიანო რონალდოს სახელობის სპინ'ენ'გოუების მიმართ, მომხმარებლების მხრიდან, დიდი დაინტერესება დაინახა. კრიშტიანო რონალოდს სპინ'ენ'გოუებზე ბაი-ინი სულ რაღაც $0.50 ევროს შეადგენს, ხოლო იღბლიანმა მოთამაშემ, შესაძლოა, $1.000.000 დოლარის, ან სპორტული ავტომობილის მოგება მოახერხოს.





