ჯორჯ ლინდი და სტივენ ვუდჰედი COOP-ის ორგზის გამარჯვებულები ხდებიან

'პოკერსტარსის' COOP-ის მოგებაზე ნებისმიერი ონლაინ გრაინდერი ოცნებობს. SCOOP-ის, WCOOP-ისა და TCOOP-ის ტიტული, ონლაინ პოკერის მოყვარულისა თუ პროფესიონალი მოთამაშის კარიერაში, ერთ-ერთი უმთავრესი გამარჯვება იქნება. კვირას კი, ასეთი პატივი, ჯორჯ "Jorj85" ლინდსა და სტივენ "woody1234321" ვუდჰედს, კიდევ ერთხელ ერგოთ. 

კვირა დღის პირველი ტურნირი TCOOP-ის მე-14 ივენთი, $215 დოლარიანი ომაჰა ჰაი-ლოუ იყო, რომელზეც 722 მოთამაშე დარეგისტრირდა. შედეგად, ტურნირის საპრიზო ფონდმა $77.800 დოლარი შეადგინა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო - მოთამაშეებს კიდევ ერთი, $72.200 დოლარიანი საპრიზო ფონდი ელოდათ, რომელიც ე.წ. ნოქაუთ ჯილდოებისთვის იყო შედგენილი. ტურნირის ორსაათიანი მსვლელობის შემდეგ, გერმანელი "KornmeisterX" ბელარუსი მოთამაშის "RagVoen"-ის წინააღმდეგ ფინალურ ჰედს-აპზე აღმოჩნდა. წყვილი პირველი ადგილისთვის დაწესებული $13.809 დოლარისთვის იბრძოდა. ჰედს-აპი "KornMeisterX"-ის ჩიპლიდით დაიწყო, მაგრამ ორი დიდი გაორმაგების შემდეგ, ბელორუსმა მოწინააღმდეგესთან სულ რაღაც 500.000 ჩიპიან სხვაობას მიაღწია. მოთამაშეებმა საპრიზო ფონდის გაყოფაზე დაიწყეს მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლოს, AK7 ფლოპზე, ფინალისტები ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩდნენ, სადაც გერმანელი K-ების წყვილით ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდა. თერნმა და რივერმა სიტუაციის შეცვლა ვეღარ შეძლეს და გამარჯვება "KornmeisterX"-ს დარჩა, რომელმაც პირველი ადგილის საპრიზოს გარდა, ნოქაუთისთვის დაწესებული $8.578 დოლარი მიიღო. 

მე-15 ივენთი, $215 დოლარიანი NL Hold'em ჰიპერ ტურბო 2.172 მოთამაშით დაიწყო. საპრიზო ფონდმა, გარანტირებულ $300.000 დოლარს $157.000 დოლარით გადააჭარბა. რამდენიმესაათიანი სესიის შემდეგ, ჯორჯ ლინდი ნორვეგიელი "tycon87"-ის წინააღმდეგ ჰედს-აპზე აღმოჩნდა. სანამ ნორვეგიელი პირველი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო ფონდის გაყოფის შესახებ მოლაპარაკებას დაიწყებდა, ლინდმა Q3-ით ოლინი გააკეთა, რაზეც მოწინააღმდეგემ A5-ით მომენტალურად უპასუხა. ფლოპზე, ჯორჯ ლინდმა 3-იანების წყვილი დაიჭირა, რამაც გამარჯვება, TCOOP-ის ტიტული და $72.113 დოლარი მოუტანა. 

მე-17 ივენთის, $215 NL Hold'em-ის გამარჯვებული კი სტივენ "woody1234321" ვუდჰედი გახდა. TCOOP-ის მოგება, გასული წლის შემდეგ, ვუდჰედმა მეორედ მოახერხა. ტურნირზე 797 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. $756.800 დოლარიანი პრაიზპულიდან კი, მას, $118.818 დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური