ბოტების აღმოჩენის მიზნით 'პოკერსტარსი' მოთამაშეებს თამაშის გადაღებას სთხოვს

უკვე რამდენიმე მოთამაშემ გამოთქვა პრეტენზია იმის შესახებ, რომ მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, მათ, საკუთარი თამაშის გადაღება მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობა კი აღქმული იქნება, როგორც საიტის წესებისა და პირობების უხეში დარღვევა. ვიდეოს გადასაღებად, მოთამაშეს, ჩვეულებრივი რეკორდერი არ გამოადგება, რადგან მან თამაშის პროცესი რეალურად უნდა აღწეროს. გასულ კვირას, Two+Two ფორუმზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ნიკით 'TooCuriosso1', ჰედს-აპ რეგულარების თემაში ასეთი პოსტი გააკეთა:

"ჩვენ გთხოვთ, გადაიღოთ თქვენი თამაში. ჩანაწერის გასაკეთებლად რამდენიმე მოთხოვნაა შესასრულებელი: უშუალოდ თამაშის დაწყებამდე ჩვენ უნდა დავინახოთ თქვენი სახე, რათა მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება. თამაშის დაწყებამდე თქვენ უნდა შემოტრიალოთ კამერა 360o-ით, რათა დაფიქსირდეს თქვენი სათამაშო გარემო. თამაში უნდა დაიწყოთ ცარიელი დესკტოპით, რომელზეც გამოტანილი იქნება მხოლოდ PokerStars-ის კლიენტი. საიტზე შესვლის შემდეგ, თქვენ უნდა ითამაშოთ ერთ-ერთი რიგითი სესია, რომელიც უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 70 წუთისა. თამაშის მსვლელობისას, ვიდეოს ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს მიმდინარე მოვლენების უპრობლემო ხილვადობას. თამაშის მსვლელობისას, ჩანაწერში, აღბეჭდილი უნდა იყოს თქვენი მონიტორი, კლავიატურა, მაუსი და თქვენი ხელების მოძრაობა. ვიდეოს თან უნდა ერთვოდეს აუდიო ჩანაწერი. თქვენი თამაშის სტილი არ უნდა განსხვავდებოდეს ერთ-ერთი რიგითი სესიისგან. აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად თქვენ გაქვთ 10 დღე". 

ასეთ მოთხოვნაზე, მოთამაშეებს, განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. ზოგი თვლიდა, რომ თუ მოთამაშეს დასამალი არ აქვს, ასეთი ჩანაწერის გაკეთებაც არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ პრობლემას. მოთამაშეების ნაწილის აზრით, ასეთი მოთხოვნა ზედმეტად პირადულია და თან ამ ყველაფერს თუ განმეორებადი ხასიათი მიეცემა, ეს ყველაფერი მომაბეზრებელი გახდება. ბევრმა იმაზეც გამოთქვა პრეტენზია, რომ ბანკროლის გაუფრთხილებლად გაყინვა, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. უნდა ითქვას, რომ ბოტებთან ბრძოლის ასეთი მეთოდი ბევრმა მოიწონა კიდეც. 

 

რუმები

ქართული უცხოური