ალვან ჟენგი მაკაუს ისტორიაში უდიდეს ტურნირს იგებს
PokerStars-ის Live Macau Poker Room-ში გამართული Macau Millions-ის მეინ ივენთმა ადგილობრივი რეკორდი მოხსნა - ტურნირზე 2.343 მოთამაშე დარეგისტრირდა. საუკეთესო შედეგად, აქამდე, 2014 წელს გამართული მეინ ივენთის ლაინ აფი ითვლებოდა, რომელიც 1.804 მოთამაშეს ითვლიდა.
"მიღებული შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ, - თქვა APPT-ის პრეზიდენტმა დენი მაკდონაჰმა, - ჩვენ მეინ ივენთის ბაი-ინი HK$.2200-დან HK$3.000-მდე გავზარდეთ, ხოლო სათამაშო 6 დღე 3-მდე შევამცირეთ. ასე რომ, ამ ტურნირზე მოხვედრა, მოთამაშეებისთვის, უკვე ბევრს ნიშნავდა. ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის რეკორდული ზრდის მიზეზი ის სათამაშო სტრუქტურა, ლეველებისა და სტეკების განაწილება გახდა, რომელიც ტურნირის ორგანიზატორებმა მოთამაშეებს შევთავაზეთ".
მეინ ივენთის გარანტირებული საპრიზო ფონდი, რომელიც HK$3 მილიონს შეადგენდა, HK$6.1 მილიონამდე გაიზარდა. ტურნირის გამარჯვებული ჩინელი მოთამაშე, ალვან ჟენგი გახდა, რომლის საფულეც HK$911.000-ით (დაახლოებით $117.390 აშშ დოლარი) გაიზარდა. ამ გამარჯვებით, ყველაზე მომგებიანი ჩინელი მოთამაშეების რეიტინგში, ჟენგი, 22-ე ადგილიდან 13-მდე დაწინაურდა. მის კარიერას, ფულთან და სარეიტინგო ადგილთან ერთად, კიდევ ერთი ტიტული შეემატა - ყველაზე დიდი და მასშტაბური ლოკალური ტურნირის გამარჯვებული.
ფინალურ დარიგებაში, რომელიც ალვან ჟენგმა თანამემამულის, ქუან ჟოუს წინააღმდეგ ითამაშა, მომავალ ჩემპიონი საკმაოდ კარგ სიტუაციაში აღმოჩნდა. 2
5
T
ბორდზე, მისი T
5
-ის წინააღმდეგ, ჟოუს T
2
-ს არანაირი შანსი არ ჰქონდა. ორი წყვილის გადაყრა ფლოპზე, ჰედს-აპის დროს, პრაქტიკულად წარმოუდგენელი თამაშია. რამდენიმე რეიზ-რირეიზის შემდეგ მოთამაშეებმა სტეკები მაგიდის ცენტრში მოაქციეს. თერნზე და რივერზე დადებული 8
და 3
, ჟოუსთვის უშედეგო აღმოჩნდა და გამარჯვება ალვან ჟენგს დარჩა.





