'პოკერსტარსის' ტურბო ონლაინ ჩემპიონატი
21 იანვარს 'პოკერსტარსის' TCOOP (Turbo Championship Of Online Poker) აიღებს სტარტს, რომელში შემავალი ტურნირების გარანტირებული საერთო საპრიზო ფონდი $15.000.000 დოლარი იქნება. ჩვენ გთავაზობთ MacroPoker-ის მიერ შედგენილ სტატისტიკასა და ანალიზს, რომელიც, ვფიქრობთ, ნებისმიერი ონლაინ მოთამაშისთვის საინტერესო უნდა იყოს.
TCOOP-ის დებიუტი 2013 წელს შედგა. იანვარში დაგეგმილი ონლაინ ტურნირების სერიებისთვის, ეს, მეოთხე სეზონი იქნება. უცნაურია, მაგრამ ყოველწლიურად TCOOP-ის მოთამაშეთა რაოდენობა თანდათან მცირდება. თუ 2013 წელს დარეგისტრირებულთა რაოდენობა 84.000-ს აღემატებოდა, 2015 წლის ენტრანტების რიცხვი 51.000-მდე ჩამოვიდა. სამი წლის განმავლობაში კი, TCOOP-ს, 596.446 მონაწილე ჰყავდა.
ონლაინ ტურნირების სერიებში ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, პირველ წელს ჩატარებული $27 დოლარიანი 6-მაქს ივენთი იყო, რომლის მონაწილეთა რაოდენობამ 25.590 შეადგინა. წლევანდელ ივენთს კი ე.წ. ფაზები ექნება. პირველი და მეორე ფაზა ამჟამადაც, ყოველდღიურად მიმდინარეობს, მესამე ფაზა კი 21 იანვარს დაიწყება.
სამივე სეზონზე, 'პოკერსტარსმა', $3.745 მილიონ დოლარამდე რეიკი მიიღო. მეინ ივენთის გარანტირებული საპრიზო ფონდი არასდროს შეცვლილა და ტრადიციულად $2 მილიონ დოლარს შეადგენს. სერიების საერთო მონაწილეთა რაოდენობის მსგავსად, მეინ ივენთის ენტრანტთა რაოდენობაც ყოველწლიურად მცირდება. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სამივე წლის განმავლობაში, TCOOP-ის ყველა ივენთი ითამაშა, მაიკ ლია.
TCOOP-ზე აქტიურობის მხრივ, შემდეგი სამი ქვეყნის მოთამაშეები გამოირჩევიან: რუსეთი (24.799 მოთამაშე), გერმანია (17.107 მოთამაშე), კანადა (12.986 მოთამაშე). შესაბამის სიტუაციას ვნახავთ ITM-ის თვალსაზისითაც - ყველაზე მომგებიანი მოთამაშეები რუსეთიდან, გერმანიიდან და კანადიდან არიან. აღსანიშნავია, რომ ეს 'ტრადიცია' ყოველ სეზონზე უცვლელი რჩება.





