სანაძლეოში მოგებულ თანხას, ანტონიო ესფანდიარი, ქველმოქმედებაში დახარჯავს

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ინტერნეტ გამოცემების ახალი ამბების მთავარი გმირი ანტონიო ესფანდიარი გახდა. ამის მიზეზი არც დიდი ტურნირის მოგებაა და არც რაიმე პოკერთან დაკავშირებული სიახლე. ესფანდიარი, თავისი სკანდალური ცხოვრებითა და უცნაური გადაწყვეტილებებით, არაერთხელ მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. ამჯერად, მის გარშემო ატეხილი ხმაურის მიზეზი, მასსა და ბიზნესმენ, ბილ პერკინსს შორის დადებული სანაძლეოა, რომლის თანახმადაც ესფანდიარის, 48 საათის განმავლობაში, ჩაჯდომებით ე.წ. lunge-ებით უნდა ევლო. ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება ფეხის კუნთების გასავითარებლად, მაგრამ ამ ვარჯიშის სესია მაქსიმუმ 20-30 წუთი გრძელდება და არა 48 საათი. 

სანაძლეო, რა თქმა უნდა, საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა ესფანდიარის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევის მიზეზი. სინამდვილეში, მთავარი კურიოზი, რაზეც პოკერის მოყვარულები ლაპარაკობენ, მისი PCA-ის მეინ ივენთიდან დისკვალიფიკაციაა. როგორც ირკვევა, ესფანდიარის იმდენად უჭირდა ასეთი ფორმით გადაადგილება, რომ როდესაც ბუნებრივმა მოთხოვნილებამ თავი შეახსენა, ტუალეტამდე მისვლის ნაცვლად, გადაწყვიტა საჭიროება პირდაპირ სათამაშო მაგიდასთან, ბოთლის დახმარებით დაეკმაყოფილებინა. შედეგად, PCA-ის ორგანიზატორებმა, მისი ტურნირიდან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს. 

მისი ასეთი გამოხტომა, ბევრის მხრიდან, აღქმული იქნა, როგორც თავხედობა და უპატივცემულობა. ბევრისთვის ეს საკმაოდ სახალისო ამბავი იყო, რამაც ზოგი აღტაცებაშიც კი მოიყვანა. თავად ანტინიო ესფანდიარი, როგორც თავად ამბობს, თავს დამნაშავედ გრძნობს. ამიტომაც, მოთამაშის გადაწყვეტილებით, მოგებულ $50.000 დოლარს ის მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს. "ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის აღიარება, - წერს ესფანდიარი PokerNews-ზე გამოქვეყნებულ მის ფიციალურ წერილში, - მე შემიძლია ვცადო ჩემი ქმედებების ახსნა და გამერთლება, მაგრამ საბოლოოდ ყველამ ვიცით, რომ ჩემი საქციელი გაუმართლებელი და მიუღებელი იყო. რაც მოხდა, ვერ შევცვლი! ერთადერთი, რაც მე შემიძლია ისაა, რომ დაშვებული შეცდომებიდან რამე ვისწავლო, ხოლო სხვებს ბოდიში მოვუხადო. მე მოვიგე სანაძლეო და შესაბამისად $50.000 დოლარი, მაგრამ ამასთან ერთად უამრავი რამ დავკარგე. ეს იყო ორი ურთულესი დღე ჩემ ცხოვრებაში, როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად. ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეღწია თავი ასეთი სამარცხვინო გარემოებისგან და გადავწყვიტე, მოგებული ფული მთლიანად ქველმოქმედებაში დამეხარჯა. $25.000 დოლარი One Drop-ს მივეცი, რომელიც გაჭირვებულ ქვეყნებს წყლის წარმოებასა და მოპოვებაში ეხმარება, ხოლო მეორე $25.000 დოლარი REG-ს ერგო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება". 

რუმები

ქართული უცხოური