ინტერვიუ ჯოშ ბეკლისთან

როგორც ერთ-ერთ ფილმში უილ ფარელის გმირი ამბობს, თუ ვერ იმარჯვებ, მაშინ დამარცხებული ხარ! ეს ფრაზა სპორტის ბევრ სახეობას შეესაბამება, მაგრამ არა პოკერს, განსაკუთრებით კი WSOP-ის მეინ ივენთს. მართალია, ბოლო ადგილზე გასული მხოლოდ მოგონებებით ბრუნდება სახლში, მაგრამ გასული წლის WSOP რომ ავიღოთ, ფინალური მაგიდის ყოველ წევრს, თამაშის დაწყებამდე, უკვე გარანტირებული ჰქონდათ მილიონი დოლარი. არაფერს ვამბობთ მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეზე, რომელიც იმ მომენტში თავს დამარცხებულად გრძნობს, მაგრამ შესაძლოა, ამ მოგებით მთელი მისი ცხოვრება შეიცვალოს. 

მეორეს მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ მეინ ივენთის მეორე ადგილზე გასვლა ყველაზე დიდი ე.წ. 'ბაბლი' შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც მოთამაშე ოდესმე გამოცდის. გარდა ფულადი ანაზღაურებისა, ის, რაც პირველ და მეორე ადგილებს ასე აშორებს ერთმანეთს - ტიტული, უამრავი ახალი სპონსორი, სათამაშო ინდუსტრიის ვარსკვლავობა და მსოფლიო პოკერის ისტორიაში შესვლაა. ყველაფერი ეს ჯოშ ბეკლიმ საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც 2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ფინალურ ჰედს-აპზე ჯო მაკკიენთან დამარცხდა. 

ამჟამად, ჯოშ ბეკლი, PCA-ის მეინ ივენთზე თამაშობს და როგორც ამბობს, 2015 წლის WSOP-ზე განცდილი მარცხი, მიმდინარე თამაშში, ოდნავადაც არ უშლის ხელს. "მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოხდა, - ამბობს ბეკლი, - დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენე." მართლაც, ჯოშ ბეკლიმ, WSOP-ზე დარეგისტრირებულ 6.420 მოთამაშეს შორის, რომელთა რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ტვინებს ადვილად მოვძებნიდით, ფინალური მაგიდის მეორე ადგილამდე მისვლა შეძლო. ფინალურ მაგიდაზე თამაში, მან, მეშვიდე პოზიციაზე დაიწყო, 30 ბიგ ბლაინდით და თითქმის შეუძლებელი შედეგის დადება მოახერხა - $4.470.896 დოლარი. იმ პერიოდში, ონლაინ ფორუმები და ტვიტერი სავსე იყო ბეკლის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკით, როცა ფინალურ მაგიდაზე მან ჯო მაკკიენის ბეთის საპასუხოდ, JJ გადაყარა. ამ შემთხვევაში კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბეკლი მართალი აღმოჩნდა - მაკკიენს ხელში QQ ეჭირა. "ამ დარიგებაში მე ვმონაწილეობდი, მე ვიჯექი მაგიდასთან, - ამბობს ბეკლი, - ჩემი შეგრძნებები სხვებისთვის უცნობი და გაუგებარი იქნება. მე მხოლოდ მათემატიკის გამოყენებით არ ვთამაშობ. და როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე."

რაც არ უნდა ითქვას, ჯოშ ბეკლის ახალი, შევსებული ბანკროლი აქვს, რაც პრესტიჟულ ტურნირებზე თამაშის საშუალებას აძლევს. მისი თქმით, მას რეგულარული კონტაქტი აქვს მეინ ივენთის მთავარ მოწინააღმდეგესთან, ჯო მაკკიენთან. "ძვირადღირებული ტურნირების გარდა, ჩემ ცხოვრებაში, ბევრი არაფერი შეცვლილა. $300 დოლარიანი ივენთების თამაშს ნამდვილად აღარ ვაპირებ. ეს არის და ეს". როგორც ბეკლი აცხადებს, მისი სამომავლო გეგმები არა მეინ ივენთებს, არამედ $25.000 და უფრო ძვირადღირებული ჰაიროლერ ტურნირებისკენაა მიპყრობილი. 

თეგები
პოკერი PCA WSOP

რუმები

ქართული უცხოური