სტივ ო'დუაიერი PCA-ის $50.000 ჰაიროლერს იგებს

შაბათს, 9 იანვარს, PCA-ის $50.000 დოლარიანმა ჰაიროლერმა აიღო სტარტი, თუმცა ივენთმა სულ რამდენიმე საათს გასტანა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, რომელზეც 58 მოთამაშე დარეგისტრირდა (22 რე-ბაი), კვირას, გამთენიისას, სტივ ო'დუაიერმა მოიგო. PCA $50.000 High Roller, ო'დუაიერის მეხუთე დიდი ტურნირია, რომლის მოგებაც მან შეძლო. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, მის ანგარიშზე შემდეგ გრანდიოზულ ივენთებს აღმოვაჩენთ: EPT9 Grand Final Main Event, PCA 2015 $100.000 Super High Roller, EPT12 Malta €10.000 One-day High Roller და EPT12 Prague €50.000 Super High Roller, რომლის მოგებიდანაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია გასული. 

PCA-ის ივენთში, რომლის საერთო საპრიზო ფონდი $3.860.000 დოლარს შეადგენდა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები მონაწილეობდნენ, მაგრამ ფინალურ ადგილებზე ისეთმა სახელებმა ვერ მიაღწიეს, როგორებიც EPT11 Grand Final-ის გამარჯვებული ადრიან მატეოსი, 2015 წლის WSOP მეინ ივენთის ჩემპიონი - ჯო მაკკიენი, 'პოკერსტარსის' პროფესიონალები - ჯეისონ მერსიერი და ლივ ბურე და GPI-ის წლის მოთამაშე - ბაირონ კავერმანი არიან. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონმა, ჯო მაკკიენმა $100.000 დოლარიან სუპერ ჰაიროლერზე მეორე ადგილის აღება შეძლო და გამარჯვება ბრინ კენის დაუტოვა. 

სტივ ო'დუაიერმა, აღნიშნული ტურნირის პირველი ადგილისთვის $945.495 დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა კონორ დრინანმა $870.625 დოლარი მიიღეს. მე-4 და მე-5 ადგილები აიზიკ ჰექსტონმა და ერიკ საიდელმა გაიყვეს, $380.200 და $301.080 დოლარით, შესაბამისად. 

რუმები

ქართული უცხოური