ონლაინ პოკერის პირველი კვირის მიმოხილვა

საახალწლო დღესასწაულების მიუხედავად, ონლაინ გრაინდერები საკუთარ კომპიუტერებსა და ვირტუალურ ჩიპებს მაინც არ მოწყვეტილან. ონლაინ პოკერის 2016 წლის რბოლა ოფიციალურად დაიწყო! მანამდე კი, გასული წლის ყველაზე მომგებიანი და წარუმატებელი მოთამაშეები გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე წარმატებული მოთამაშეების სიას, ლეგენდარული ვიქტორ Isildur1 ბლომი ლიდერობს, რომლის წლიურმა მოგებამაც $2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2015 წლის ონლაინ თამაში კატასტროფული აღმოჩნდა ფილ აივისთვის - მან $3.7 მილიონ დოლარზე მეტი წააგო. თუმცა, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია მისი ლაივ თამაშების შესახებ. როგორც ცნობილია, აივი, ტომ დუანთან ერთად, მაკაუში, ჩინელი ბიზნესმენების წინააღმდეგ უდიდეს თამაშებში ღებულობდა მონაწილეობას. 

2016 წლის საუკეთესო შედეგი TILTMENOT-ს ეკუთვნის, რომელმაც პირველი კვირისთვის, 1.562 დარიგებაში, $162.141 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. მას ფეხდაფეხ მიჰყვება დევიდ ელდარი, $127.093 დოლარიანი მოგებით. წარუმატებლად დაიწყო წელი ალექსანდრ კოსტრიცინისთვის - 588 დარიგებაში, მან, $138.624 დოლარი დაკარგა. კიდევ ერთი მოთამაშე, ვინც 2016 წელს ექვსნიშნა დანაკლისი აჩვენა - ვიქტორ ბლომი იყო. მისი ბანკროლი $115.592 დოლარით შემცირდა. 

2015 წლის უკანასკნელი დღის საუკეთესო მაჩვენებელი ელიორ ზაიონმა დადო - 31 დეკემბერს დაწყებულ 2-7 ტრიპლ დროუს სესიაზე, ბრიტანელმა პროფესიონალმა $106.900 დოლარი მოაგროვა. HighStakesDB-ის თანახმად, გარდა ამ მოგებისა, PL ომაჰას $300/$600 ლიმიტზე, ზაიონმა, ალექს ლუნიუს $23.000 დოლარი მოუგო. იმავე დღის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში, მეორე ადგილი რონი კაისერმა დაიკავა, რომელმაც TILTMENOT-ის წინააღმდეგ ნათამაშებ $50/$100 პოტ ლიმიტ ომაჰას სესიაზე $91.500 დოლარი მოიგო. ზუსტად მეორე დღეს, 2016 წლის პირველ იანვარს, TILTMENOT-მა შურისძიება გადაწყვიტა და რონი კაისერისგან, ისევ პოტ ლიმიტ ომაჰას $50/$100 მაგიდებზე, $83.400 დოლარი დაიბრუნა.

პირველი კვირა ასევე პლუსით დაიწყო გასული წლის ერთ-ერთმა წარუმატებელმა მოთამაშემ, ჟან-რობერ ბელანმა, რომელმაც $58.924 დოლარი მოიგო. 2016 წლის წამგებიანი მოთამაშეთა სიას კი, სათავეში, ალექსანდრ კოსტრიცინი, ვიქტორ ბლომი და ბრაიან რასტი უდგანან. 

რუმები

ქართული უცხოური