'ამერიკის ბანკი' დენიელ ნეგრანუს ანგარიშებს ხურავს

სამწუხაროდ, საბანკო სისტემაში, პოკერის მოთამაშეები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი ხშირი დეპოზიტები და განაღდებები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებს მოიცავენ, ბანკებისა და სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ზოგიერთი კომერციული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს ონლაინ პოკერ ოპერატორების მომსახურებას და უარს ამბობს მათთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე ისეთ შტატებში, სადაც ონლაინ გემბლინგი სრულიად დაშვებულია. ასეთ ადგილებს, მაგალითად, დელავერი, ნიუ ჯერსი და ნევადა მიეკუთვნებიან. 

პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშისა და ინდუსტრიის უდიდესი გულშემატკივრის, დენიელ ნეგრანუს კარიერა, მხოლო ლაივ სატურნირო მოგებებით $32.3 მილიონ დოლარს ითვლის. და ეს მხოლოდ ლაივ ტურნირებია! აქ არ შედის მისი, როგორც 'პოკერსტარსის' ამბასადორის ანაზღაურება, ონლაინ თუ ლაივ ქეშ გეიმებით მიღებული შემოსავალი და სხვადასხვა სატელევიზიო შოუების მიერ მისთვის გადახდილი ჰონორარი, რომელთა საერთო ოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ მილიონს აღემატება. 

როგორც ჩანს, ნეგრანუს საბანკო საქმიანობას ერთგვარი ნეგატიური მიმართულება მიეცა, რამდენადაც ამერიკის ბანკმა მისი ყველა ანგარიში დახურა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გამოქვეყნების გარეშე. 

ნეგრანუს შემთხვევა ერთადერთი არაა. მისი 'ტვიტერის' პოსტს ერთ-ერთმა საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშემ, დაგ პოლკმა უპასუხა: "წელიწადნახევრის წინ, ჩემმა ბანკმა, კუთვნილი $800.000 დოლარი გამიყინა, ისე რომ არც გავუფრთხილებივარ და შემდეგი ორი თვის განმავლობაში პასუხიც კი არ გაუციათ." მსგავსი ისტორიით გამოეხმაურნენ პოსტს ჰარალაბოს ვულგარისი და სუპერნოვა ელიტის სტატუსის მქონე გრაინდერი ანკუშ მანდავია. დენიელ ნეგრანუს ცნობითვე, ბანკები მსგავს ქმედებას, შეერთებული შტატების მიერ მიღებული სახელმწიფო პროგრამის - Operation Checkpoint-ის წაქეზებით ახორციელებენ. პროგრამის მიხედვით, თაღლითობის რისკების შემცველ სფეროებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშები უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. მსგავს სფეროებს მიეკუთვნება როგორც სამხედრო ინვენტარის ყიდვა-გაყიდვა, ასევე ონლაინ გემბლინგთან დაკავშირებული ბიზნესი, რაც საკმაოდ კურიოზულ სიტუაციას ქმნის. 

Operation Checkpoint-ს, ამერიკაში, უამრავი მოწინააღმდეგე ყავს. მათი განცხადებით, ეს პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა ობამას ადმინისტრაციის მიერ, მათთვის არასასურველი ბიზნესებისა და კერძო პირების საქმიანობის შეფერხება და პარალიზება. სახელმწიფო პროგრამას American Express და Discover შეუერთდნენ, რომლებიც უარს ამბობენ მაღალი რისკების შემცველი საქმიანობების, მათ შორის ონლაინ გემბლინგის მომსახურებაზე. მეორეს მხრივ, აზარტული თამაშებისთვის სიცოცხლის წყაროდ PayPal გვევლინება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ iGaming-ის ქსელს თავისი სერვისი შესთავაზა. 

რუმები

ქართული უცხოური