ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა
2015 წლის დასასრულს, უკანასკნელად გთავაზობთ ონლაინ პოკერის კვირის მიმოხილვას, რომელიც მეტ-ნაკლებად მთელი მიმდინარე წლის შედეგებსაც მოიცავს. მაშ ასე, გავიგოთ ვინაა წლის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი პოკერის მოთამაშე, რომელიც 'ლუკმა-პურის' მოსაპოვებლად, კაზინოების ნაცვლად, სახლის სავარძელსა და პერსონალურ კომპიუტერს იყენებს.
დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე ვიქტორ ბლომი იქნება, რომელიც ლიდერბორდის პირველ ადგილს უკვე დიდი ხანია არ თმობს. ბლომმა, 2015 წლის განმავლობაში, 'პოკერსტარსზე' 1.790 სესია ითამაშა, რომელიც 249.267 დარიგებას მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში, შვედმა, $3.499.382 დოლარის გამომუშავება შეძლო. მას, $2.5 მილიონი დოლარით, ჰაი სტეიკს გრაინდერი bbvisbadforme ჩამორჩება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბლომი 'ფულტილტზე' $1.367.244 დოლარის მინუსშია, მაგრამ მისი წლიური მოგება მაინც ძალიან დიდია. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში Isildur1-მა მიკროგეიმინგის ქსელში საკმაოდ წარმატებული სერია აჩვენა. მართალია HighStakesDB-ის ჯერ არ აქვს მიკროგეიმინგზე წვდომა, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ბლომმა ნახევარ მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება უკვე მოახერხა.
2014 წლის მსგავსად, ფილ აივის კოშმარი წესლაც გაგრძელდა. მან 797 სესია ითამაშა, რომელიც 158.763 დარიგებას მოიცავს. შედეგად 'ფულტილტზე' $1.250.806 დოლარის, 'პოკერსტარსზე' კი - $2.481.266 დოლარის მინუსი. შეიძლება ითქვას, რომ მისი შედეგი 'გაუმჯობესებულია' - 2014 წლისთვის მისი მინუსი $2.3 მილიონ დოლარს შეადგენდა და მხოლოდ გას ჰენსენის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. ჰენსენი კი, მიმდინარე წელს, ონლაინ პოკერ-რუმებში არ გამოჩენილა.
რაც შეეხება უშუალოდ გასულ კვირას: ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე Cobus83 იყო, რომელმაც 5 სესიის განმავლობაში $152.264 დოლარი მოიგო. TILTMENOT-ის წინააღმდეგ ნათამაშებ პოტ ლიმიტ ომაჰას $50/$100 ლიმიტზე, მან, საუცხოო შედეგი აჩვენა: 27 წუთიან სესიაზე (180 დარიგება) +$89.200 დოლარი, რაც წუთში $3.000 დოლარზე მეტია. მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა 'პოკერსტარსის' სახე, ჯეისონ მერსიერი, რომელმაც 631 დარიგებაში $84.305 დოლარიანი პლუსი აჩვენა. წარუმატებელ მოთამაშეებში ჟან-რობერ ბელანდი, $143.799-იანი მინუსით, 'საუკეთესო' იყო. მას მხოლოდ წლის საუკეთესო მოთამაშე, ვიქტორ ბლომი ჩამორჩებოდა, რომელმაც 5.909 დარიგებაში $98.326 დოლარი დაკარგა.





