იანვარში ლათინური ამერიკას დიდი პოკერი ესტუმრება
PokerStars.net, ლათინურ ამერიკას, ცხელ ზამთარს უმზადებს - Latin American Poker Tour (LAPT), რომელსაც კონტინენტის 5 სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. პოკერის ფესტივალის მე-9 სეზონი, ქვეყნების შესაბამისად, მოთამაშეებს 5 ივენთს სთავაზობს. 'პოკერსტარსის' ლათინური ტურნე, სტარტს, 2016 წლის 7 იანვრიდან, ბაჰამის კუნძულებზე აიღებს, რის შემდეგაც ის ჩილეს, პანამას, ურუგვაისა და ბრაზილიას ესტუმრება.
LAPT-ის მეინ ივენთის მასპინძელი ბაჰამის კუნძულები იქნება, კერძოდ - Atlantis Paradise Island Resort კაზინო, სადაც $2.200 დოლარიან მთავარი მოვლენა 7-9 იანვარს ჩატარდება. გასული წლის მეინ ივენთის ბაი-ინი $3.000 დოლარს შეადგენდა, რომელიც 736 მოთამაშემ გადაიხადა. წინა წლის ჩემპიონი კი ამერიკელი ჯოშუა კეი გახდა, $367.928 დოლარით პირველი ადგილისთვის.
"ლათინურ ამერიკაში პოკერის ნამდვილი ბუმია. ჩვენ გვსურს, რომ ამ მოვლენის მონაწილენი გავხდეთ და რეგიონში პოკერის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ, - განაცხადა 'პოკერსტარსის' ლაივ ივენთების მენეჯერმა, ედგარ სტალჩიმ, - პოკერის მოყვარულებს, რომლებიც ტურნირს ესტუმრებიან, საშუალება ექნებათ საკუთარი ძალები ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებთან მოსინჯონ, როგორებიც რონალდო და ნეიმარი არიან. ძვირადღირებული ივენთების გარდა, ისეთი ტურნირებიც გაიმართება, რომელთა ბაი-ინი $50 დოლარიდან დაიწყება. ამით, გვსურს დამწყები მოთამაშეები წავახალისოთ და მასშტაბურ ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა მივცეთ."
გასული სეზონის LAPT-ის მეინ ივენთის მსგავსად, სხვა მთავარი მოვლენების ბაი-ინებიც შემცირდა. ტურნირების ორგანიზატორების განცხადებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უფრო მეტი მოთამაშის მოზიდვას და, შესაბამისად, უფრო დიდი საპრიზო ფონდების შექმნას. LAPT-ის მასპინძელ ქვეყნებში, მთავარი ივენთების გარდა, ჩატარდება სპეციალური $400 დოლარიანი No-Limit Hold'em Cup - ეს იქნება ტურნირი მათთვის, ვისაც დიდი თანხის გადახდის გარეშე, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ფართომასშტაბიან ტურნირზე სურს. ულიმიტო ჰოლდემის გარდა, იგეგმება სხვადასხვა შერეული ტურნირები - ე.წ. mixed-games და რაც მთავარია - პოტ ლიმიტ ომაჰა!
"მსოფლიოს გარშემო, პოკერის ტურნირებს, უკანასკნელი 10 წელია ვთამაშობ, - ამბობს 'პოკერსტარსის' პრო, ბრაზილიელი ანდრე აკარი, - ძალიან მსიამოვნებს, რომ ევროპული და ჩრდილო-ამერიკული თამაშები, სამხრეთშიც პოპულარული ხდება. თუ გვინდა, რომ პოტ-ლიმიტ ომაჰა და mixed game-ები უფრო მეტმა ადამიანმა ითამაშოს, მათ ამის საშუალებაც უნდა მივცეთ. ეს კი შედარებით დაბალ ბაი-ინს მოითხოვს, რაც გაცილებით მეტ მოთამაშეს, მეტ სხვადასხვა ივენთზე მოიზიდავს. ეს კი საპრიზო ფონდების ზრდას შეუწყობს ხელს."





