აზარტული თამაშების კონგრესი საქართველოში
2016 წლის 25 თებერვალს, თბილისში, 'რედისონ ბლუ ივერიაში', რიგით მეორე კონგრესი იგეგმება, რომელზეც ერთმანეთს მთავრობის უმაღლესი რგოლის წევრები, აზარტული ბიზნესის წარმომადგენლები, სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები და უცხოეული ინვესტორები შეხვდებიან. ღონისძიება რუსული კომპანიის, Smile-Expo-ს ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს სათამაშო ბაზრის კიდევ უფრო გაფართოებასა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვას.
"აზარტული თამაშების კონგრესი, უდიდეს ღონისძიებად ითვლება, რაც საქართველოს მასშტაბით სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრების დიალოგს უზრუნველყოფს, - განაცხადა SmileExpo-ს წარმომადგენელმა, - 2015 წლის კონგრესიდან, ჩვენ უკვე საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა. ამჯერად ვეცადეთ გაცილებით მეტი სტუმარი მოგვეწვია, როგორც აზარტული ბიზნესიდან, ისე უცხოეთიდან. საქართველო ცნობილია თავისი რეფორმებითა და ბიზნესის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით. ეს კი, აზარტული საქმიანობისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. ლაივ და ონლაინ გემბლინგი, დღითიდღე ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს."
ერთდღიან ღონისძიებაზე, მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, განხილული იქნება როგორც სათამაშო საქმიანობის საკანონმდებლო ასპექტები, ასევე ახალი მოთამაშეების მოსაზიდად საჭირო სტრატეგიები. საუბარი შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებები და დასავლური ონლაინ ოპერატორების ამიერკავკასიურ ბაზარზე შემოსვლა. კონგრესზე მოწვეულები არიან კაზინოებისა და სასტუმროების მფლობელები, სათამაშო ინდუსტრიის ექსპერტები, ონლაინ კაზინოების ოპერატორები და მათი წარმომადგენლები, პროფესიონალი და მოყვარული მოთამაშეები. უცხოელი პარტნიორები, ქართული ბიზნეს სექტორისა და მთავრობისთვის, ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებას გეგმავენ.
კონგრესის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ორგანიზატორების მიერ მოწყობილ გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სპეციალური ავეჯი, სათამაშო მოწყობილობები და აღჭურვილობა, ახალი სათამაშო ტექნოლოგიები. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ და მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროფესიონალი ექსპერტებისგან.