ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა
2015 წლის დასრულებამდე თვეზე ნაკლები რჩება და როგორც ჩანს, წლის საუკეთესო ონლაინ მოთამაშე ვიქტორ ბლომი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 'ფულტილტის' საიტზე, Isildur1, უკვე $1.367.244 დოლარის მინუსშია, 'პოკერსტარსზე', ის, $3.538.928 დოლარიანი პლუსით დამაჯერებლად იკავებს ლიდერის პოზიციას და საგრძნობლად უსწრებს bbvisbadforme-ის $965.770 და ჯენს კილონენის $883.444 დოლარიან შემოსავალს. მეორეს მხრივ, წლის წამგებიან მოთამაშედ, კვლავ ფილ აივი რჩება, რომელიც 'პოკერსტარსზე' $2.481.266, ხოლო 'ფულტილტზე' - $1.250.806 დოლარს აგებს.
22 ნოემბრის ონლაინ პოკერის მიმოხილვის შემდეგ, უკვე 2 კვირა გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, საუკეთესო შედეგი ლეგენდარულმა დენიელ კეიტსმა დადო - 6.028 დარიგებაში, რომელსაც 39 სესია დასჭირდა, w00ki3z-ის ანგარიშს, $271.805 დოლარი დაემატა. მას, თითქმის $120.000 დოლარით ჩამორჩება ბენ Sauce123 სალსკი, რომელმაც 3.433 დარიგებაში $149.646 დოლარის მოგება შეძლო. უკანასკნელი 2 კვირის ყველაზე წარუმატებელ მოთამაშეებად კი, პატრიკ ანტონიუსი და ფილ აივი ჩაითვლებიან, შესაბამისად $102.351 და $100.253 დოლარიანი მინუსით.
HighStakesDB-ის თანახმად, დენიელ კეიტსის აპსვინგი, ჯერ კიდევ 23 ნოემბერს დაიწყო, როცა 8-გეიმსში $59.300 დოლარი მოიგო. გასულ კვირა დღეს კი, ბენ სალსკისა და ილარი საჰამისის წინააღმდეგ ნათამაშებ პოტ-ლიმიტ ომაჰას სესიაზე, $28.900 დოლარი გამოიმუშავა. მას შემდეგ, 'ჯანგლმენის' აპსვინგი სწორედ PLO მაგიდებზე გაგრძელდა.
24 ნოემბრის გმირი ბენ სალსკი აღმოჩნდა, რომელმაც 2-7 ტრიპლ დროუსა და 8-გეიმსის მაგიდებზე $110.800 დოლარი მოგროვება შეძლო. ყველაფერი ტიმოფეი კუზნეცოვის წინააღმდეგ გამართული 32 წუთიანი სესიითა და $33.300 დოლარიანი პლუსით დაიწყო. ამას მოჰყვა $100/$200 და $300/$600 2-7 ტრიპლ დროუ სესიები რონი კაისერისა და ლუკ შვარცის წინააღმდეგ, სადაც Sauce123-ის მოგებამ $30.000 დოლარზე მეტი შეადგინა.