ფილ აივის $12 მილიონის დაბრუნების შანსი მიეცა

როგორც ცნობილია, 2012 წლის აგვისტოში, ლონდონის Crockford Casino-მ, ფილ აივის, თაღლითობაში დადო ბრალი და მის მიერ, ბაკარას ერთ-ერთ სახეობაში, Punto Banco-ში მოგებული £7.8 მილიონი ფუნტის გადახდაზე უარი განაცხადა. მოთამაშის მტკიცებით, ის ე.წ. 'edge sorting'-ს იყენებდა, რაც კაზინოს წინააღმდეგ გარკვეული უპირატესობის მოპოვების სრულიად ლეგალური ტაქტიკა იყო. 

გასულ წელს, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ, ფილ აივის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სადავო თანხა -  £7.8 მილიონი ფუნტი ($12.4), Crockford-ის კაზინოს მიაკუთვნა. სასამართლოს დასკვნის მიხედვით, ამერიკელი მოთამაშის მიერ გამოყენებული მეთოდები, უხეშად არღვევდა სამოქალაქო სამართლის რამდენიმე პუნქტს და აშკარა თაღლითურ ხასიათს ატარებდა. აივის ადვოკატმა, მეთიუ დაუდმა, მაშინვე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოთამაშე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებდა. ამ მოვლენებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გუშინ, 'პოკერის ტაიგერ ვუდსს' მოგებული თანხის უკან დაბრუნების შანსი მიეცა. 

"ეს მართლაც სასიამოვნო სიახლეა, - თქვა აივიმ Daily Mail-თან საუბრისას, - მე მეორე შანსი მეძლევა და ვფიქრობ, ამჯერად მაინც შევძლებთ საქმის მოგებას. მე მოთამაშე ვარ და არა თაღლითი! ეს ბრალდება ამიტომაც გახდა ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეული. როცა თაღლითობაში გდებენ ბრალს, პროფესიონალი მოთამაშისთვის, ამაზე ცუდი სტატუსი არ არსებობს. სწორედ ამ გარემოებების გამო, რამდენიმე კაზინოში დაუშვებელი პირი გავხდი. საბედნიეროდ, ჩემი კოლეგები, პროფესიონალი გემბლერები, მუდამ გამოხატავენ ჩემ მხარდაჭერას. მათ იციან რა არის თაღლითობა და რა არა."

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლეგენდარულ მოთამაშეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს. 2014 წელს, კაზინო Borgata-მ, აივის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მას, $9.6 მილიონ დოლარს ედავებიან. 

 

 

რუმები

ქართული უცხოური