მოთამაშეები 'პოკერსტარსს' ბოიკოტს უცხადებენ
როგორც ცნობილია , 2016 წლის პირველი იანვრიდან, 'პოკერსტარსი', პრომო აქციებთან და VIP პროგრამასთნ დაკავშირებით, გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ამის საპასუხოდ კი, მოთამაშეები, მიმდინარე წლის 1-3 დეკემბერს, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.
ფორუმ TwoPlusTwo-ის ცნობით, 'პოკერსტარსის' წინააღმდეგ მიმართული აქცია, რუსმა მოთამაშეებმა ინტერნეტ ფორუმების გამოყენებით დაგეგმეს. ერთ-ერთი აქტიური ფორუმელის, IFromRussia-ის განცხადებით, მხოლოდ პირველ 24 საათში, 130-მდე რეგულარული მოთამაშე შეიკრიბა, რომელიც უკმაყოფილების გამოხატვას პოკერ-რუმის ბოიკოტირებით გეგმავს.
აქციაში არამხოლოდ რუსი რეგულარები იქნებიან ჩართულნი. ონლაინ ფორუმების გარდა, საპროტესტო ტალღას დენი Ansky შტერნმაც შეუწყო ხელი, რომელმაც 1000-მდე რეგულარს მოუყარა თავი. "ჩვენ 'პოკერსტარსს' ბოიკოტს ვუცხადებთ. აქცია 1-ელ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბრამდე გაგრძელდება, - წერს "2+2"-ის ფორუმზე დენი შტერნი, - ჩვენ მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ ნებისმიერ მოთამაშეს, ვინც პოკერით ცხოვრობს, მოყვარული იქნება ეს თუ პროფესიონალი. ჩვენ ვთვლით, რომ ცვლილებები, რომელიც 'პოკერსტარსმა' დაგეგმა, დამღუპველი იქნება თამაშისთვის. ვთხოვთ ამ პოკერ-რუმის ყველა რეგულარს, შეაჩერონ თამაში დაანონსებული 72 საათის განმავლობაში."
დენი შტერნს მხარი აუბეს ფილ გალფონდმა და ბენ ტოლერენმა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ღებულობს უამრავი ცნობილი ონლაინ გრაინდერი: Ben "Ben86" Tollerene, Dan "Danny98765" Smith, JC "PrtyPsux" Alvarado, Peter "Apathy123" Jetten, Phil "MrSweets28" Galfond, Ola "Odd_Oddsen" Amundsgaard, Justin "ZeeJustin" Bonomo, Jack "jackziyang" Salter, Doug "WCGRider" Polk, Sebastian "taktloss47" Ruthenberg, Mike "tîmex" McDonald, Emil "Maroonlime" Patel, Sam "Str8$$$Homey" Greenwood, Steve "Mr. Tim Caum" O’Dwyer, Timothy "tim0thee" Adams, Nick "nabourisk" Abou Risk, and Elio "smokrockflock" Fox.





