თბილისში WSOP Circuit ჩატარდება

პოკერი რომ საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ეჭვი აღარავის ეპარება. ამაზე WPT-ის ქართული ტურნეებიც მეტყველებს. დამწყები მოთამაშეებისა, თუ უკვე პროფესიონალების რიცხვი, დღითიდღე იზრდება. საქართველო, შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიის პოკერის ცენტრალურ მოთამაშედ იქცა. 2016 წლის მარტში კი, თბილისს, დიდი პოკერის ახალი ტალღა 'ემუქრება'!

როგორც დღეს გაირკვა, საქართველოს დედაქალაქი, WSOP-ის უმასპინძლებს. პოკერის უდიდესი ფესტივალი, adjarabet.com-ისა და World Series Of Poker-ის თანამშრომლობის საფუძველზე, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. WSOP-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპის პოკერის სერიები, სტარტს, სწორედ თბილისში აიღებს.

ორგანიზატორების განცხადებით, პოკერის ერთკვირიანი ფესტივალის განმავლობაშიმ 19 ტურნირი იგეგმება, საიდანაც 7 მათგანზე WSOP-ის ოქროს ბეჭედი გაიცემა, რომელიც თავისი მნიშვნელობით, WSOP-ის ოქროს სამაჯურთანაა მიახლოებული. ივენთების საერთო გარანტირებული საპრიზო ფონდი $700.000 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტო პრაიზპული იქნება. პოკერის ქართული სერიები 2016 წლის 3 მარტს დაიწყება და 9 მარტამდე გასტანს.

პოკერის ფესტივალი 3 მარტს, $110 დოლარიანი WSOP Warm-Up-ით აიღებს სტარტს. ივენთი ერთდღიანი იქნება. დაბალი ბაი-ინი, ქართველ მოთამაშეებს, საშუალებას მისცემს პოკერის უდიდეს მოვლენას გაუგონ გემო და ის გამოცდილება მიიღონ, რაც მსოფლიო პოკერის ლეგენდების არსენალში ინახება. ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $30.000 დოლარს შეადგენს. 4 მარტიდან 6 მარტამდე კი $330 დოლარიანი Adjarabet Championship გაიმართება, რომელიც $100.000 დოლარს გვთავაზობს გარანტირებული საპრიზოს სახით.

სერიების მთავარი მოვლენა, $1.100 დოლარიანი მეინ ივენთია, $300.000 დოლარიანი გარანტირებული პრაიზპულით, რომელიც 6-9 მარტს ჩატარდება. 8 მარტს, ძვირადღირებული ტურნირების თაყვანისმცემლებისთვის, $2.200 WSOP ჰაიროლერი იგეგმება. ტურნირების ორგანიზატორებს არც იაფი ტურნირების მოყვარულები დავიწყებიათ - მათთვის, 3 მარტს, $30 დოლარიანი WSOP LowRoller გაიმართება, $15.000-იანი საპრიზო ფონდით. ქართული სერიებზე, ომაჰას მოთამაშეებს, სასიამოვნო ამბავი ელით - $200 დოლარიანი PLO ივენთი, რომელიც 5 მარტს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"ჩვენ მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ WSOP Circuit ზრდას განაგრძობს, - თქვა WSOP-ის დირექტორმა გრეგორი შოშონმა, - განსაკუთრებით სასიამოვნო ის არის, რომ ჩვენი სერიები ევროპისა და აზიის გასაყარზე ტარდება. ვფიქრობ, შეთავაზებული ტურნირები და მათი საპრიზო ფონდები, პოკერის მოყვარულთათვის, სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს."

"საქართველოში, პოკერის ბაზარი, უდიდეს მასშტაბებს იძენს, - განაცხადა adjarabet.com-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა მაჭავარიანმა, - ქართულ სერიებზე დაგეგმილი ივენთები, მოთამაშეებს, აქამდე არნახულ გარანტირებულ საპრიზო ფონდს სთავაზობს. 'აჭარაბეთი', როგორც ქვეყნის უმსხვილესი გეიმინგ ოპერატორი, მოხარულია მსოფლიოს უდიდეს ბრენდთან თანამშრომლობით. წარსულში, წარმატებული ლაივ ტურნირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ ვუმასპინძლოთ მოთამაშეებს მთელი მსოფლიოდან და ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა."

იტალიაში, კაზინო Campione-სა და ჩეხეთის King's Casino-ში, 2015 წლის დასაწყისში გამართული სერიების შემდეგ, ევროპის მასშტაბით, თბილისი მესამე ლოკაცია იქნება, რომელიც WSOP Circuit-ს უმასპინძლებს.

თარიღი

დრო

#

ტურნირი

ბაი ინი

საკ.

გარანტირებული

 

Mar. 3

14:00

1

WSOP Warm-up (Ring Event)

$100

$10

30,000

 

Mar. 3

17:00

2

WSOP Low Roller

$30

$5

$15,000

 

Mar. 3

19:00

3

WSOP Adjarabet Championship Super Sat

$20

$5

20 ბილეთი

 

Mar. 4

14:00

4

WSOP Adjarabet Championship 1a (Ring Event)

$300

$30

$100,000

 

Mar. 4

18:00

5

WSOP Turbo R&A

$40

$5

$10,000

 

Mar. 4

19:00

6

WSOP Main Event Super Sat

$50

$5

10 ბილეთი

 

Mar. 5

14:00

4

WSOP Adjarabet Championship 1b (Ring Event)

$300

$30

$100,000

 

Mar. 5

16:00

7

WSOP PLO (Ring Event)

$200

$20

$15,000

 

Mar. 5

19:00

8

WSOP Main Event Super Sat

$50

$5

10 ბილეთი

 

Mar. 5

20:00

9

Adjarabet Championship Last Chance Turbo

$10

$5

30 ბილეთი

 

Mar. 6

14:00

4

Adjarabet Championship Final Day

-

-

$100,000

 

Mar. 6

14:00

7

WSOP PLO Day 2

-

-

$15,000

 

Mar. 6

14:00

10

WSOP Main Event Day 1A (Ring Event)

$1,000

$100

$300,000

 

Mar. 6

18:00

11

WSOP Turbo R&A

$40

$5

$10,000

 

Mar. 7

19:00

12

WSOP Main Event Super Sat

$50

$5

10 ბილეთი

 

Mar. 7

14:00

10

WSOP Main Event Day 1B (Ring Event)

$1,000

$100

$300,000

 

Mar. 7

16:00

13

WSOP Turbo R&A (Ring Event)

$100

$10

$20,000

 

Mar. 7

19:00

14

WSOP High Roller Super Sat

$200

$20

5 ბილეთი

 

Mar. 7

20:00

15

WSOP Main Event Last Chance Turbo R&A

$40

$5

20 ბილეთი

 

Mar. 8

14:00

10

WSOP Main Event Day 2

-

-

$300,000

 

Mar. 8

16:00

16

WSOPC Ladies Event

$80

$8

5,000

 

Mar. 8

17:00

17

WSOP Blowout (Ring Event)

$100

$10

$50,000

 

Mar. 8

19:00

18

WSOP High Roller (Ring Event)

$2,000

$200

$50,000

 

Mar. 9

14:00

17

WSOP Blowout Day 2

-

-

$50,000

 

Mar. 9

15:00

19

WSOP Farewell

$20

$5

$20,000

 

Mar. 9

16:00

18

WSOP High Roller Final Day

-

-

$50,000

 

Mar. 9

15:00

10

WSOP Main Event Final Table

-

-

$300,000

 

თეგები
WSOP

რუმები

ქართული უცხოური