ინტერვიუ ანტონიო ესფანდიარისთან
29 ნოემბერს, Pokercentral-ის არხზე, გადაცემა Pokerography-ში ანტონიო ესფანდიარი იქნება მიწვეული. 23 ნოემბერს კი, WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელს, 'რედიტის' Ask Me Anything უმასპინძლებს. ესფანდიარი თავისი კოლეგის, ფილ ჰელმუტის გზას მიჰყვება, რომელმაც 'პოკეროგრაფის' ჩაწერამდე, Ask Me Anything-ში მიიღო მონაწილეობა. სატელევიზიო ინტერვიუებამდე, ესფანდიარის, თავის მომავალ გეგმებზე, სატელევიზიო სუპერ ჰაი როლერ ქეშ გეიმსა და სხვა სიახლეების შესახებ, ონლაინ გამოცემა - PokerNews ესაუბრა.
მოგვიყევი, რა სიახლეებია ამჟამად ანტონიო ესფანდიარის გარშემო?
ფანებისთვის სასიამოვნო სიახლე, ჩემი უახლოესი ინტერვიუა - ორშაბათს, ინტერნეტის მომხმარებლებისა და პოკერის მოყვარულებისთვის, 'რედიტის' AskMeAnything-ში ვიქნები ხელმისაწვდომი.რაც უფრო მოულოდნელ და უცნაურ შეკითხვებს დამისვამენ, ინტერვიუ, მით უფრო საინტერესო გამოვა.
მოგვიყევი Pokerography-ის იმ ეპიზოდზე, რომელშიც შენ მონაწილეობ. რას უნდა ველოდოთ გადაცემისგან?
ეს PokerCentral-ის ახალი გადაცემაა, არხის, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს და მთლიანად პოკერს შეეხება. Pokerography, ძირითადად, მოთამაშის ცხოვრების ისეთ სფეროებს ეხება, რომელიც არც ტელევიზიაში და არც სათამაშო მაგიდებთან არ ჩანს. ეს გაცილებით პირადი და პერსონალური მასალაა, რომელიც პოკერის მოყვარულთათვის უცნობია. ჩემამდე, გადაცემაში, ფილ ჰელმუტი ჰყავდათ მიწვეული. როგორც ვიცი, შემდეგი სტუმარი ვანესა სელბსტი იქნება.
რაც შეეხება 'პოკერსენტრალის' სუპერ ჰაი როლერ ქეშ გეიმს, როდის ჩატარდა თამაში და რა პირობებში?
ეს თამაში ივლისში, 'სუპერ ჰაი როლერის თასის' პარალელურად ტარდებოდა. ბაი-ინი $250.000 დოლარი იყო და მასში ისეთი მოთამაშეები მონაწილეობდნენ, როგორებიც დოილ ბრანსონი, ჯონი ჩენი და ბობი ბოლდვინი არიან. გამიმართლა და სამივე ივენთი ვითამაშე. პირველი ორი უკვე აჩვენეს NBC Sports-ზე, მესამე ნაწილი კი, 2 დეკემბერს, პირველად გავა სატელევიზიო ეთერში.
შენი სატურნირო შედეგები ყველასთვის ცნობილია, რასაც ვერ ვიტყვით ქეშ გეიმებზე. როგორ ითამაშე სუპერ ჰაი როლერი?
ჩემი თამაშის ყურების საშუალება PokerCentral-ის ეთერში შეგეძლებათ!
ისევ ბევრს მოგზაურობ?
ძალიან! დეკემბერში ისრაელში მივდივარ. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იქნება, რაც ძალიან მახარებს.
რაიმე ახალი ფოკუსი ხომ არ გისწავლია?
ჩემი უკანასკნელი 'სასწაული' WSOP-ზე მოვახდინე, როდესაც ნილ ბლუმენფილდს ლეგენდა ვუწოდე. სავარაუდოდ, ეს ზედმეტსახელი მას სამუდამოდ შერჩება.
როგორც გავიგეთ, მამა გახდი. როგორი შეგრძნებაა?
საუკეთესო! ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, ის გრძნობაა, რასაც შვილის მიმართ განიცდი. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ოდესმე განმიცდია.