რუსეთში ახალი კაზინო იხსნება

11 ნოემბერს, რუსეთში, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პრიმორიეს აზარტულ ზონაში Tigre de Cristal კაზინო გაიხსნა, რომელიც ფედერაციის მასშტაბით უდიდესი იქნება. ეს ერთ-ერთი პირველი კაზინოა მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ, 6 წლის წინ, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში აზარტული ბიზნესი აკრძალა. ამჟამად, პრიმორიეს გარდა, აზარტული ინდუსტრია ლეგალურად ითვლება ვლადივოსტოკში, დასავლეთ ციმბირში, კრასნოდარსა და კალინინგრადში. 

Tigre de Cristal-ში 500 სლოტ მანქანა და 50-მდე სათამაშო მაგიდაა. რუსული მედია საშუალებები უკვე აქტიურად აშუქებენ პრიმორიეში მიმდინარე მოვლენებს და ხშირად მას რუსულ ლას ვეგასად მოიხსენიებენ. გახსნის საზეიმო ცერემონიის დროს, G1 Entertaiment-ის გენერალურმა დირექტორმა და კაზინოს მფლობელმა, კრეიგ ბალანტაინმა, საკმაოდ ღიად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებს ხედავს სამორინეს ადმინისტრაცია და რა საშუალებებით შეიძლება მოხდეს ტურისტების მოზიდვა. 

პრიმორიეს ზონაში, ჩინური Melco International Development-ის მიერ, სულ მცირე $2 მილიარდიანი ინვესტიცია იგეგმება, რომელიც კაზინოების, რესტორნების, გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების ქსელს მოიცავს. ჰონგ კონგის გარდა, "რუსული ლას ვეგასით", მალაიზიური NagaCorp, Royal Time Primorye და Dimond Future Holdings არიან დაინტერესებულნი. 

ახალი კაზინოების გახსნის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში აშკარაა უარყოფითი დამოკიდებულება სათამაშო ბიზნესის მიმართ. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, სოჭში, სამი კაზინო დახურეს, რომლებსაც ნახევარ მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდათ. ნეგატიური პროგნოზები კეთდება ონლაინ გემბლინგის მომავალთან დაკავშირებითაც: სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ინტერნეტ თამაშებს აკრძალვა ემუქრებათ. მსგავს პირობებში, როცა არც ონლაინ თამაშები არსებობს და არც ლოკალური კაზინოები, საეჭვო ხდება თუ რამდენად გაუჩნდებათ რუსეთის ფედერაციის აზარტის მოყვარულ მოქალაქეებს ქვეყნის მეორე ბოლოში წასვლის სურვილი, როცა ევროპული კაზინოები გაცილებით ახლოს მდებარეობს. 

რუმები

ქართული უცხოური