ფილ აივის და ტიმოფეი კუზნეცოვის 30 საათიანი სესია
როგორც HighStakesDB იუწყება, 'პოკერსტარსზე' ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ჰედს-აპ სესია გაიმართა. ფილ RaiseOnce აივი და ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვი, 8-გეიმსის $400/$800 მაგიდაზე 30 საათის განმავლობაში თამაშობდნენ. წყვილმა თამაში 9 ოქტომბერს, სერვერის დროით 05:39-ზე დაიწყო და 10 ოქტომბერს 11:13-ზე დაასრულა.
პირველი 14 საათის განმავლობაში, რუსი მოთამაშე, $320.000 დოლარის პლუსს აჩვენებდა, მაგრამ შემდეგი 9 საათი ამერიკელმა ძალღონე არ დაიშურა, წაგებული თანხის უკან დასაბრუნებლად. ამ საქმეში, მას, განსაკუთრებით შემდეგი დარიგება დაეხმარა: თამაში - ულიმიტო ჰოლდემი $100/$200. სმოლ ბლაინდზე მყოფი აივის (T
T
) $600 დოლარიანი რეიზი, კუზნეცოვმა (T
7
) ქოლით მიიღო. 2
7
7
ფლოპზე რუსმა ჩექი გააკეთა, პრეფლოპ რეიზერმა კი კვლავ $600 დოლარამდე გაზარდა, რასაც კუზნეცოვის $2.198 დოლარიანი ჩექ-რეიზი მოჰყვა. აივის ქოლი გამართლდა: თერნზე T
დაიდო. კუზნეცოვმა კვლავ პასიური პოზიცია აირჩია, რაზეც აივიმ $3.800 ბეთით უპასუხა. ახლა კი ნამდვილად იყო აგრესიის დრო - რუსმა ისევ ჩექ-რეიზს მიმართა, ამჯერად $17.000. პოკერში რომ იღბალს დიდი როლი აქვს, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ აივის მხრიდან, ჩექ-რეიზზე ქოლი ნამდვილი პროფესიონალის თამაში იყო.
როცა ფულ ჰაუსი გყავს, უკეთეს სცენარს ვერც ინატრებ! რივერზე დადებული 9
, რომელიც შესაძლო სთრეითს ასრულებდა, ორივე მოთამაშისთვის სასურველი კარტი აღმოჩნდა. უკვე ხუმრობის დრო აღარ იყო და ჩექის ნაცვლად, რუსმა $26.396 დოლარიანი ბეთით მოწინააღმდეგეს შეუტია და პასუხად $111.441 დოლარიანი რირეიზი მიიღო. კუზნეცოვს წამიც არ დაუხარჯავს ქოლის გასაკეთებლად...
ზუსტი ციფრები არ არსებობს, რადგან უკანასკნელი 7 დღის მანძილზე, ტიმოფეი კუზნეცოვმა HighStakesDB-ის საკუთარ შედეგებზე წვდომა შეუზღუდა, მაგრამ დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ მარათონული სესიის განმავლობაში, რუსმა პროფესიონალმა მოთამაშემ $62.687 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ფილ აივიმ $80.799 დაკარგა.





