დენიელ ნეგრანუ ჰარას კაზინოს ცხოველთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ლეგენდარული მოთამაშე, WSOP-ის 6 სამაჯურის მფლობელი დენიელ ნეგრანუ ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. როგორც Cardschat იტყობინება, ჩეროკის ზოოპარკში მყოფი დათვების უფლებების დასაცავად წამოწყებულ კამპანიაში ჩართვის შესახებ, კანადელმა მოთამაშემ, ადგილობრივი Harrah's კაზინოს ვიცე-პრეზიდენტს, ბრუკს რობინსონს მიმართა. 

ზოოპარკი, Harrah's კაზინოსგან, ერთი მილის დაშორებით მდებარეობს. წლის დასაწყისში, ნეგრანუმ, სწორედ ამ კაზინოში დაიკავა WSOP National Championship-ის მეექვსე ადგილი. 'პოკერსტარსის' სახე უკვე მრავალი წელია, რაც ვეგეტარიანული ცხოვრების წესს იცავს. ის PETA-ს (People for the Ethical Treatment of Animals) წევრი და ხორცპროდუქტების ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი დაუძინებელი მტერია. 

"ეს დათვები აუტანელ პირობებში, ბეტონის კედლებში ყავთ გამომწყვდეული, სადაც მათ ბუნებასთან ყველანაირი შეხება შეზღუდული აქვთ, - წერს ნეგრანუ, - რეალურად კი, დათვებს, ათასობით მილის რადიუსი სჭირდებათ, რათა მათთვის ხელსაყრელი გარემო მოძებნონ და დაბინავდნენ. დღე-ღამის განმავლობაში, ისინი, 18 საათი აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, რაც ამ პირობებში ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლფასია." 

ნეგრანუ, Harrah's კაზინოს ვიცე-პრეზიდენტს, ჩეროკის ახლადარჩეულ გამგებელთან, პატრიკ ლამბერთან, ზოოპარკის თაობაზე წამოწყებულ მოლაპარაკებებში ჩაბმას სთხოვს. "ამ ზოოპარკის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, უკვე მრავალი წელია, რაც ჩეროკის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ზოოპარკში არსებული კედლები კი, ცხოველთა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, რაც უამრავი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება." - ამბობს ნეგრანუ. მისი აზრით, ზოოპარკის დახურვა და ცხოველების ნაკრძალში გადაყვანა, კაზინოსთვისაც მომგებიანი იქნება, რადგან ტურისტები, ზოოპარკის ნაცვლად, კაზინოს მიაშურებენ. 

შეგახსენებთ, რომ პოლ მაკარტნისთან, ვუდი ჰარელსონთან და პიტერ დინკლეიჯთან ერთად, ნეგრანუ ერთ-ერთია იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომლებიც PETA-ს კამპანიას Pledge to go Vegan-ს შეუერთდა. 

რუმები

ქართული უცხოური