შვეიცარიაში ონლაინ პოკერის შესახებ ახალი კანონის მიღებას აპირებენ

ლიბერალური კანონების მიუხედავად, ამ დროისთვის, შვეიცარიაში, ნებისმიერი სახის ონლაინ გემბლინგი აკრძალულია. მაგრამ მთავრობის მიერ, პარლამენტისთვის მომზადებული ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

გავრცელებული ხმების თანახმად, შვეიცარიის მთავრობამ იმ თანხების კალკულაცია მოახდინა, რომელიც ქვეყნიდან მასიურად გაედინება და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ, ულიცენზიო გემბლინგ ოპერატორების ჯიბეებში მიდის. ეს კი, ქვეყნის ბიუჯეტისთვის, დიდი დანაკლისი აღმოჩნდა. თუ პარლამენტი ონლაინ გემბლინგის შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, შვეიცარულ და უცხოურ ონლაინ გემბლინგ ოპერატორებს ადგილობრივი ლიცენზიისა და ქვეყნის მასშტაბით საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცემათ. 

ადგილობრივი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გათვალისწინებით, შვეიცარია, ნებისმიერი გემბლინგ ოპერატორისთვის, საოცრად მიმზიდველი ბაზარია. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის კანონმდებლობით, აზარტული თამაშებით მიღებული მოგება არ იბეგრება. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნებისმიერი მოთამაშისთვის. 

ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე 21 ლაივ კაზინო ფუნქციონირებს, რომელთაც საქმიანობის წარმართვის უფლება 2000-იანი წლების დასაწყისში მიეცათ. მოვლენების ასეთმა განვითარებამ, იმ პერიოდისთვის, ქვეყნის მასშტაბით პოკერის ბუმი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა სულ უფრო დიდი როლი შეიძინა და მომხმარებელი ძირითადად ონლაინ ბაზარზე გადაერთო, კაზინოებმა დიდი დანაკლისი განიცადეს. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანას, კიდევ ერთი აზარტული ტალღა გადაუვლის, რაც მომგებიანი იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე აზარტული ოპერატორებისა და ბიუჯეტისთვის. 

შეერთებული შტატების მსგავსად, ის ონლაინ ოპერატორები, რომლებსაც ინტერნეტით აზარტული საქმიანობის წარმოების სურვილი ექნებათ, ვალდებულები იქნებიან რომელიმე ადგილობრივ კაზინოსთან ითანამშრომლონ. 2010 წელს, შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტეხასური ჰოლდემი აზარტულ, ე.წ. "იღბლის თამაშად" ჩაითვალა, რის გამოც მოქალაქეებს, კაზინოს გარეთ, პოკერის თამაში აეკრძალათ. ახალი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში კი, შვეიცარიელებს, პოკერის თამაში, კაზინოსა და პროფესიონალი დილერის დახმარების გარეშეც შეეძლებათ. 

რუმები

ქართული უცხოური