WPT National Georgia დაიწყო!

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს World Poker Tour-ს - პოკერის ფესტივალს, რომელიც პოკერის ნებისმიერი მოყვარულისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მაისში ჩატარებული  WPT National Georgia მეინ ივენთის გამარჯვებული ლევან შამათავა გახდა, $40.460 დოლარით პირველი ადგილისთვის. პოკერის ფესტივალმა გუშინ აიღო სტარტი და ის 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

WPT 2002 წელს დაარსდა და დღემდე, WSOP-ისთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოკერის სერიებად ითვლება. WPT-ის ტიტულს  ისეთი მოთამაშეები ფლობენ, როგორებიც არიან: გას ჰენსენი, ანტონიო ესფანდიარი, ბარი გრინშტაინი, ფილ აივი, ერიკ ლინდგრენი და სხვ. WPT-ის დებიუტი 2002 წელს, ლას ვეგასში შედგა და მას შემდეგ, ფესტივალი, სულ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იძენს. WPT-ის წლის მოთამაშეთა სიას თუ გადავხედავთ, სხვებთან ერთად, ისეთ სახელებს აღმოვაჩენთ, როგორებიც დენიელ ნეგრანუ, ჰოვარდ ლედერერი, ერიკ ლინდგრენი და ანტონი ზინო არიან. 

შემდეგი 9 დღის განმავლობაში, თბილისი, სრულიად ამიერკგავკასიის აზარტულ ცენტრად გადაიქცევა. WPT National Georgia-მ სტარტი გუშინ აიღო. პოკერის ფესტივალს, მაისში ჩატარებული სერიების მსგავსად, ევროპა-ბეთი გვთავაზობს. ტურის ფარგლებში უამრავი საიდ ივენთი იგეგმება, რომელთა ბაი-ინი $100-$500 ფარგლებში მერყეობს. მაგრამ მთელი ყურადღება მეინ ივენთზეა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $200.000 დოლარს შეადგენს. ოთხდღიან ივენთზე, ტურნირის ორგანიზატორები, მოთამაშეებს კომფორტულ, დიფ სტეკ სტრუქტურას სთავაზობენ, 30.000 საწყისი სტეკით და 60 წუთიანი ლეველებით. 

მეინ ივენთზე მოხვედრის მსურველებს, $1.000 დოლარიანი შესატანის გარდა, სხვა არჩევანიც ექნებათ - $200 და $150 დოლარიანი სატელიტები, რომლებიც 5 და 6 ნოემბერს ჩატარდება. ფრიროლებისა და სატელიტების გარდა, ორგანიზატორებმა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე შემოგთვავაზეს: მოთამაშეებს არ მოუწევთ საკომისიოს (fee) გადახდა და მათი ბაი-ინი მთლიანად საპრიზო ფონდში გადავა. 

3 ნოემბრიდან, www.wpt.ge-ზე, ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება პოკერის ფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას მიადევნოს თვალი და საყვარელ მოთამაშეებს უგულშემატკივროს. თაღლითობისა და სხვა გართულებების პრევენციის მიზნით, პირდაპირი ეთერი 30 წუთიანი დაგვიანებით გადაიცემა. WPT-ის მეინ ივენთებს, ტრადიციულად, ლეგენდარული მაიკ სექსტონი და ვინს ვან პატენი უძღვებიან. WPT National Georgia-ს კი ადგილობრივი კომენტატორები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შემოგვთავაზებენ. 

თეგები
WPT WPT National Georgia Europe-Bet

რუმები

ქართული უცხოური