ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები მალტაში, კაზინო Portomaso-ში, EPT-ის სერიებზე შეიკრიბნენ, ონლაინ პოკერ-რუმებში დიდი თამაშები არ შეწყვეტილა. ვიქტორ ბლომის აღმასვლა ამ კვირაშიც გაგრძელდა და პასუხი კითხვაზე - შეძლებს თუ არა ვინმე მის გასწრებას, ფაქტიურად, ნათელი ხდება. 

გასული კვირის გამარჯვებულთა რიგებში პატრიკ "Fake Love888" ანტონიუსი (+$103.815) და შონ დიბი (+$76.575) მოხვდნენ. ინტერნეტ სივრცეში აქტიურობის მიუხედავად, ორივე მათგანი EPT-ის სერიებს ესწრება. კვირის წამგებიანი მოთამაშე დაგ პოლკი გახდა, რომელმაც 2.145 დარიგებაში $174.335 დოლარი წააგო. წარუმატებელი აღმოჩნდა კვირა ბენ "Sauce123" სალსკისთვის, რომელიც $138.395 დოლარით ჩამოქვეითდა. რა თქმა უნდა, უკანასკნელი 7 დღის მთავარი გმირი, ვიქტორ ბლომი იყო. 

კვირას, 25 ოქტომბერს, ბლომმა 2-7 ტრიპლ დროუს მაგიდებს შეუტია, სადაც $412.000 დოლარის დააგროვა. კვირა დღის მეორე საუკეთესო მოთამაშე "Ravenswood13" იყო, $34.100 დოლარით. HighStakesDB-ის თანახმად, ვიქტორ ბლომმა, დღე, 3 საათიანი ჰედს-აპით დაიწყო, სადაც ის კორტ კიბლერ-მელბის დაუპირისპირდა. სესიის პირველი 90 წუთი სიმშვიდეში, ყოველგვარი აშკარა უპირატესობების გარეშე მიმდინარეობდა. სესიის მეორე ნახევარი კი, ბლომმა, ჩვეული თამაშით $247.200 დოლარით მდიდარმა დაასრულა. 10 წუთიანი შესვენების შემდეგ, "Isildur1" კვლავ ონლაინ მაგიდებთან იყო, ამჯერად "RaulGonzales"-ის წინააღმდეგ. წყვილმა 6 საათზე დიდხანს ითამაშა, რაც საბოლოოდ, შვედის $165.000 დოლარიანი პლუსით დასრულდა. 

ორშაბათი, ბლომმა, "Yoghii"-სთან FL ჰოლდემის $1.000/$2.000 მაგიდებზე დაიწყო. სულ რაღაც 22 წუთში, შვედი, $61.400 დოლარს იგებდა. ამას მოჰყვა 130 წუთიანი 2-7 ტრიპ დროუ სესია, ისევ "RaulGonzales"-ის წინააღმდეგ, სადაც დიდი სვინგების მიუხედავად, სესია +$23.000 დოლარით დაასრულა. ამის შემდეგ დაიწყო დიდი თამაში - "Isildur1" vs ფილ "RaiseOnce" აივი, სადაც შვედი $200.000 დოლარიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გარკვეული თანხის მოწინააღმდეგისთვის დაბრუნების შემდეგ, მოგებულ $96.000 დოლარს დასჯერდა. 

გასაკვირი არ უნდა იყოს სამშაბათის მთავარი გმირის ვინაობა - ვიქტორ ბლომი, რომელმაც $1.000/$2.000 2-7 ტრიპლ დროუს მაგიდებზე ჯერ "RaulGonzales"-ს მოუგო $93.000 დოლარი, ხოლო შემდეგ ვრცელი, 200 საათიანი სესია ითამაშა "Ravenswood13"-ის წინააღმდეგ, რომელიც $211.500 დოლარიანი პლუსით დაასრულა. 

როგორც HighStakesDB იუწყება, პატრიკ ანტონიუსმა შონ დიბისა და "Ravenswood13"-ის წინააღმდეგ ნათამაშებ 8-games-ის 943 დარიგებაში $120.000 დოლარი გამოიმუშავა. იგივე თამაშში, ფილ აივიმ, ტიმოფეი კუზნეცოვისგან $103.500 დოლარი მოიგო. 

წლის ყველაზე მომგებიან მოთამაშედ, კვლავ ვიქტორ ბლომი რჩება. საეჭვოა, რომ 2015 წელს, ვინმემ მისი გასწრება მოახერხოს. წლის წამგებიანი მოთამაშე კი ფილ აივია, რომელიც ჯერჯერობით $1.688.070 დოლარის მინუსშია.

 

რუმები

ქართული უცხოური