21 წუთში მოგებული მილიონი დოლარი
სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, რაც 'პოკერსტარსმა' spin'n'go ტურნირების ახალი სერიების შესახებ გამოაცხადა, ბრაზილიელმა სამარა ლუსიო, ონლაინ პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პრიზის მფლობელი გახდა. 'პოკერსტარსმა' მომხმარებლებს ახალი მიკრო spin'n'go შესთავაზა, რომლის ბაი-ინი $0.5 დოლარიდან $5 დოლარამდე მერყეობს.
მათთვის, ვისაც არ სმენია ახალი მიკრო spin'n'go ტურნირების შესახებ - ესაა სიტ'ნ'გოუს მსგავსი თამაში, რომლისთვისაც 3 მოთამაშეც საკმარისია. მას შემდეგ, რაც მოთამაშეები ტურნირზე დარეგისტრირდებიან, ე.წ. ბზრიალა ტურნირის პრაიზ პულს ადგენს. 'პოკერსტარსზე' ახალი 3 მოთამაშიანი ტურნირებისთვის, სპეციალური მილიონდოლარიანი ჯეკპოტი იყო დაწესებული. სამარა ლუსიოს დარეგისტრირების შემდეგ, ე.წ. ბზრიალამ სწორედ ჯეკპოტისთვის გარანტირებული თანხა - $1.200.000 დოლარი აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ პოკერის სხვა ონლაინ ოპერატორებსაც აქვთ მსგავსი ტიპის ტურნირები, 'პოკერსტარსზე', უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ტურნირის მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა რეგისტრირებული. მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის შემოსავალმა, მხოლოდ spin'n'go ტურნირებიდან $3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სამარა ლუსიოს კარიერაში, რამდენიმე უმნიშვნელო მოგება ირიცხება, ბრაზილიურ პატარა ტურნირებზე. ის spin'n'go-ს მეექვსე მილიონერია. ამისთვის მას სულ რაღაც 118 დარიგება და 21 წუთი. ეს გამარჯვება, მოთამაშეს, დიდ ტურნირებზე დასწრების საშუალებას მისცემს. ბრაზილიელის გრანდიოზული მოგების გარდა, ლიტველ AA_MaKnO_AA-ის და რუს struchalina-ს, $100.000 დოლარი შეხვდათ.