პოკერის ტურნირზე თაღლითობა, კრისტიან ლუსარდის, ძვირი დაუჯდა

თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრისტიან ლუსარდის თაღლითობაში ბრალი წარუდგინეს. 2014 წლის ზამთარში, ატლანტიკ სიტიში მდებარე კაზინო Borgata-ში გამართულ Open Big Stack-ის ივენთზე, 43 წლის კრისტიან ლუსარდიმ, ტურნირზე, ყალბი ჩიპების გამოყენება სცადა. ივენთის ორგანიზატორებმა, საკმაოდ გვიან, მაგრამ მაინც შეამჩნიეს ყალბი ჩიპების არსებობა, რის გამოც ტურნირი შეჩერდა. ეს დიდი დარტყმა იყო, როგორც კაზინოს მენეჯერებისთვის, ასევე ტურნირზე დარჩენილი 27 მოთამაშისთვისაც, რომლებიც გარანტირებული $2 მილიონი დოლარისთვის იბრძოდნენ.

ლუსარდიმ, სასტუმროს საკუთარ ნომერში, პირდაპირი გაგებით, მტკიცებულებების ტუალეტში ჩარეცხვა გადაწყვიტა. თაღლითის გეგმა მასვე დაუბრუნდა უკან - ტუალეტში ჩარეცხილმა 503 ჩიპმა, ჯერ სასტუმროს საკანალიზაციო მილის დაზიანება, ხოლო შემდეგ პარალიზება გამოიწვია, რაც მაშინვე სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოძიების შედეგად კი, ყველანაირი კვალი, ლუსარდისთან მიდიოდა, რომელიც მაშინვე დააკავეს.

როგორც გაირკვა, კრისტიან ლუსარდიმ, სათამაშო ჩიპები ინტერნეტში, ჩინელი მწარმოებლისგან შეიძინა და შემდეგ Borgata-ს მიერ გამოყენებულ ჩიპებს დაამსგავსა. მოთამაშისთვის, ეს, თაღლითობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წარსულში იგი მხილებული იყო DVD დისკების გაყალბებასა და ონლაინ პირატობაში. მოგვიანებით, 2015 წლის აგვისტოში, მოთამაშემ თავი დამნაშავედ სცნო. 

ლუსარდის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებ მოთამაშეს, Borgata-თვის $463.540 დოლარად შეფასებული საგამოძიებო ხარჯების, ხოლო Harrah's-ს სასტუმროსთვის $9.455 დოლარის ღირებულების ზარალის გადახდა დაეკისრა.  

რუმები

ქართული უცხოური