ჯენიფერ ჰერმანი და ჯონ ჯუანდა Poker Hall of Fame-ში

პარასკევს, 6 ნოემბერს, ლას ვეგასის დროით საღამოს 7 საათზე, Binion's Gaming Hall-ში ორ ლეგენდარულ მოთამაშეს - ჯენიფერ ჰერმანსა და ჯონ ჯუანდას პოკერის დიდების დარბაზში წარადგენენ. ისინი, კლუბის რიგით 49-ე და 50-ე წევრები იქნებიან. "ჯენიფერს და ჯონს საყოველთაო აღიარება აქვთ, - თქვა დიდების დარბაზის საბჭოს წევრმა თაი სტუარტმა, - ისინი ვეტერანი მოთამაშეები არიან და ნამდვილად იმსახურებენ ასეთ დაფასებას". 

ჯენიფერ ჰერმანს საკმაოდ ხანგრძლივი სატურნირო ისტორია აქვს, რომელიც $2.7 მილიონამდე კარიერულ მოგებას, WSOP-ის ორ ოქროს სამაჯურს, WPT-ის 2 და WSOP-ის 12 ფინალურ მაგიდას მოიცავს, მაგრამ რაც მთავარია, ის, ქეშ გეიმების წარმატებული მოთამაშეა. ჯენიფერ ჰერმანმა სახელი გაითქვა მსოფლიოში უდიდესი ქეშ გეიმით (ლიმიტი:$20.000/$40.000), რომელიც, მან ენდი ბილის წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ჰერმანი ყვება, რამდენიმე პროფესიონალმა მოთამაშემ საერთო სახსრებით სცადა მილიარდერის წინააღმდეგ თამაში, სადაც, მათ, $5 მილიონ დოლარამდე დაკარგეს. რესურსების ამოწურვის შემდეგ, იგივე მოთამაშეებმა სესხად აღებული $1 მილიონი დოლარით, რამდენიმე დღეში, თანხის უკან დაბრუნება შეძლეს. 

50 წლის ჯენიფერ ჰერმანი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ხშირად, პოკერს საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებს, მათ შორისაა: National Kidney Foundation და Nevada Society for the Prevention of Cruelty to Animals. 

44 წლის ჯონ ჯუანდა, ჟურნალისტებთან და ფართო პუბლიკასთან აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მაგრამ მისი რეზიუმე, მასზე გაცილებით მეტს ამბობს: სატურნირო კარიერაში $17 მილიონი დოლარი, WSOP-ის 5 სამაჯური, EPT-ის, WPT-ისა და APT-ის ტიტულები. ინდონეზიაში დაბადებული ჯუანდა, ამერიკაში, 1990 წელს ჩამოვიდა, ოკლაჰომას უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხის, ხოლო სიეტლის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის დასაცავად. თუმცა, 1997 წლიდან, ჯუანდას შემოსავლის წყარო პოკერი გახდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჯონ ჯუანდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ მოთამაშედ ითვლება. 

გარდა ამ ორი მოთამაშისა, წლევანდელ პოკერის დიდების დარბაზში, წარდგენილნი არიან: დევიდ Devilfish ულიოტი, მაქს პესკატორი, კარლოს მორტენსენი, ტერი როჯერსი და მეტ სევიჯი. 

 

რუმები

ქართული უცხოური