WSOPE მეინ ივენთის გამარჯვებული - კევინ მაკფი
2010 წელს EPT-ზე მიღწეული წარმატების მიუხედავად, სულ რაღაც 5 თვის წინ, კევინ მაკფი ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე იყო, რომელიც WSOP-ის რომელიმე ივენთზე თავის გამოჩენას და სახელის მოხვეჭას ცდილობდა. მიმდინარე წლის ზაფხულში, მან, ამ სურვილის ასრულება ლას ვეგასში, $5.000 დოლარიან ტურბო ივენთზე შეძლო. გუშინ კი, ბერლინში გამართულ WSOPE-ის მეინ ივენთი და €883.000 ევრო მოიგო.
"ოქროს სამაჯური, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, - ამბობს მაკფი, - მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ორის მოგება წარმოუდგენლად სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ჩემი პოკერის პროფესიონალური ცოდნა, უმეტესწილად, ჰოლდემით შემოიფარგლება. შესაბამისად - სხვა ივენთების წარმატებით თამაშს ვერ ვახერხებ. ასეთ პირობებში, ერთ წელში ორი სამაჯურის მოგება, მართლაც დიდი მიღწევაა."
6 მოთამაშიანი ფინალური მაგიდა, მაკფიმ, საგრძნობი ჩიპლიდით დაიწყო. თამაშის პირველი 45 წუთი ნამდვილი ბრძოლის ველი იყო. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში, ტურნირი ოთხმა მოთამაშემ დატოვა. ფინალური მაგიდის დაწყებიდან მალევე, დევიდ ლოპესმა ფელიქს ბლეიკერი გამოთიშა თამაშიდან. ზუსტად 8 წუთის შემდეგ, მაკფიმ, ჯერ კილიან კრეიმერი გაისტუმრა სახლში, შემდეგ კი შორტ სტეკად დარჩენილი ენდრიუ ლიჰტენბერგერის ჩიპები მიისაკუთრა.
3 მოთამაშის პირობებში, ამერიკელ მოთამაშეს ძალიან ძლიერი პოზიცია ეკავა - თამაშში არსებული 9.390.000 ჩიპიდან 6.300.000 მას ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, მესამე ადგილის განსაზღვრაში, მას მონაწილეობა არ მიუღია. 'ბატონიდან' ლოპესის რეიზის შემდეგ, მაკფიმ კარტი გადაყარა, ხოლო ბიგ ბლაინდზე მყოფმა ჯეისი ალვარადომ, დარჩენილი 595.000 ჩიპი მაგიდაზე შეიტანა, რასაც რეიზერის ქოლი მოჰყვა. ლოპესის AQ ალვარადოს AK-თან უკან აღმოჩნდა, მაგრამ იღბალმა თავისი წვლილი შეიტანა და ბორდზე დადებული A426Q-ით ფინალურ ორთაბრძოლაში მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახადა.
თუ ჰედს-აპის მონაწილეთა გარკვევას 45 წუთი დასჭირდა, გამარჯვებულის გამოვლენამ, გაცილებით დიდი დრო მოითხოვა. პირველი ორი საათის განმავლობაში, კევინ მაკფი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა. დევიდ ლოპესის აგრესიული თამაშისა და სტეკის მცირე ნაწილის დაკარგვის მიუხედავად, მაკფიმ, თამაშის გაკონტროლება მაინც მოახერხა.
მეინ ივენთის უკანასკნელ დარიგებაში, სმოლ ბლაინდიდან, მაკფიმ 140.000-მდე გაზარდა, რასაც ლოპესმა 435.000-იანი 3-ბეტით უპასუხა. ამერიკელს ისღა დარჩენოდა, მოწინააღმდეგისთვის მთელი სტეკით შეეტია, რაზეც ლოპესისგან მომენტალური ქოლი მიიღო. კევინ მაკფიმ A4, ხოლო დევიდ ლოპესმა KK გადმოატრიალეს. ფლოპზე 752 დაიდო, რამაც მაკფის გატშოტი მისცა. თერნზე ამოსულმა 3-მა კი, ფლოპზე მიღებული გატშოტი დაასრულა და მეინ ივენთის ბედი გადაწყვიტა. რივერზე დადებული J სრულიად უმნიშვნელო იყო.
საბოლოოდ, WSOPE მეინ ივენთის ფინალური მაგიდის საპრიზო ადგილები ასე გამოიყურებოდა:
1. კევინ მაკფი - €883.000
2. დევიდ ლოპესი - €475.000
3. ჯეისი ალვარადო - €315.000
4. ენდრიუ ლიჰტენბერგერი - €225.000
5. კილიან კრეიმერი - €175.000
6. ფელიქს ბრეიკერი - €130.000