ვიქტორ ბლომის $3.5 მილიონიანი აპსვინგი
გასული კვირა, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, როგორც WSOPE-ის, ასევე ონლაინ პოკერში მიმდინარე მოვლენების გამო. დიდი ამბები, რა თქმა უნდა, დიდ მოთამაშეებს უკავშირდება და ამჯერადაც ყველაფერი 'სვინგების მეფის' - ვიქტორ Isildur1 ბლომის გარშემო ტრიალებს.
კვირას მოგებული $560.000 დოლარიდან, შვედმა, ნახევარი მილიონი მეორე დღესვე უკან დააბრუნა. თანხის უმეტესობა, პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე cumicon-ის წინააღმდეგ გამართულ ჰედს-აპ თამაშებს შეეწირა. მეორე დღესვე, პოკერის ონლაინ გამოცემები, ბლომის 'ქამბექსა' და ნახევარმილიონიან აპსვინგზე წერდნენ. მსგავსი სვინგები, ონლაინ გრაინდერისგან, არავისთვის ყოფილა უცხო. ნახევარი მილიონი დოლარი, ბლომს, ბევრჯერ დაუკარგავს და დაუბრუნებია. მაგრამ მისი უკანასკნელი აღმასვლა აქ არ დამთავრებულა.
პოტ-ლიმიტ ომაჰას $200/$400 ლიმიტზე, სწორედ წარუმატებელი დღისა და ნახევარმილიონიანი დანაკარგის შემდეგ, ვიქტორ ბლომმა სათამაშო სესია $830.000 დოლარით მდიდარმა დაასრულა. წარმოუდგენელი სვინგების შემდეგ, შვედმა, 10 საათიანი შესვენება აიღო და საქმე 2-7 ტრიპლ დროუს მაგიდებთან განაგრძო, სადაც RaulGonzales-თან 3.5 საათიან სესიაზე $95.000 დოლარი წააგო. 'მცირე' დანაკარგი შეჩერების მიზეზი არ გამხდარა და ბრძოლა პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე გაგრძელდა. მაგიდების ლაინ-აფი - ონლაინ პოკერის ელიტა: ვიქტორ Isildur1 ბლომი, აიზიკ ჰექსტონი, WRUUUUM, ილარი IlariFIN საჰამისი, RaiseOnce... საათისა და 40 წუთის შემდეგ, ვიკტორ ბლომი 4 მაგიდიდან 3 მაგიდაზე $320.000 დოლარს იგებდა, ხოლო შემდეგ ამ ყველაფერს $238.000 დოლარიანი მოგებაც დაემატა.
Isildu1-ს ეკუთვნის ასევე დღის უდიდესი ბანკის მოგება, სადაც 3 მოთამაშე ფლოპზევე ოლ ინ სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო თერნმა და რივერმა შვედს ფულ ჰაუსი მისცა. წარმოუდგენელი აპსვინგი სწორედ ასეთი დარიგებით დაგვირგვინდა, რითიც საბოლოოდ, შვედმა მოთამაშემ, 2015 წლის განმავლობაში, $3.9 მილიონიანი პროფიტი აჩვენა. ამ თანხიდან, $3.5 მილიონი ბოლო ორი თვის განმავლობაშია გამომუშავებული.