WSOPE-ის დღის დარიგება: სკოტ დევისის დიდი სტარტი
8 ოქტომბერს, ბერლინში, კაზინო Spielbank-ში, სტარტი აიღო WSOPE-მა - პოკერის მსოფლიო სერიების ევროპულმა ფესტივალმა, რომელიც სამაჯურის მოგების შესაძლებლობას 10 სხვადასხვა ივენთში იძლევა.
ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას სერიების მიმდინარეობისა, თუ საინტერესო დარიგებების შესახებ. დღევანდელი დარიგება პარასკევს, 9 ოქტომბერს გათამაშდა. მთავარი გმირი, 2014 წლის WSOP Asia/Pacific-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, სკოტ დევისი იყო. მან, სერიების მეორე დღის €550 ევროიან Oktoberfest-ზე მოსინჯა ძალები და პირველ რამდენიმე ლეველზე, საწყისი სტეკის ოთხმაგი ოდენობის მოგროვებაც შეძლო.
"ივენთის სტრუქტურა ძალიან სწრაფია, - თქვა მან PokerNews-თან საუბრისას, - თითქმის ტურბოა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ თავიდან სჯობს გარკვეული რისკებისა და ინიციატივის აღება. აქ ასევე ბევრს ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელთაც WSOP-ზე დებიუტი აქვთ. მათ დასაწყისშივე გარისკვა არ უღირთ. არავის უნდა პირველი დიდი ტურნირიდან სახლში დაბრუნდეს და თქვას, როგორ აკეთებდა ქოლს სამივე ბეთინგ სტრიტზე მესამე წყვილით. ამიტომაც, შემტევი პოკერი მომგებიანად ჩავთვალე."
დევისის აგრესიამ, როგორც ჩანს, მართლაც გაამართლა და უკვე მესამე ლეველისთვის მან დიდი ბლეფი გაათამაშა. როცა ბლაინდები 75/150 იყო, დევისმა, სხვადასხვა ფერის 56-ით, 'კატოფიდან' 325-მდე გაზარდა. ბიგ ბლაინდმა პოზიცია დაიცვა და QT6 ფლოპზე ჩექი გააკეთა, რასაც დევისის მომენტალური ბეთი მოჰყვა 275 ჩიპის ოდენობით. "ფლოპზე საკმაოდ პატარა ბეთი გავაკეთე, რადგან ვფიქრობდი, რომ თაითი მოთამაშე იყო და ხელების უმეტესობას ადვილად დათმობდა. თუმცა, მცირე ფიქრის შემდეგ, ქოლით მიიღო."
თერნზე K დაიდო და ოპონენტმა ისევ ჩექი ითამაშა. "აქ უკვე, თამაშის გაგრძელება, ფაქტიურად უაზრობა იყო და უნდა დავნებებულიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის მიერ გაკეთებული ქოლით სისუსტე ვიგრძენი, გადავწყვიტე, აგრესია გამეგრძელებინა. K ამ შემთხვევაში ან საერთოდ არ დაეხმარებოდა, ან ორმხრივ სტრეიტ დროს დაუსრულებდა. მე 450 დავდე, რაც თერნისთვის საკმაოდ პატარა ბეთი იყო. ვფიქრობდი, რომ ან გაძლიერებული ხელით შემომიტევდა, რისთვისაც დიდი ბანკის დაკარგვა ნამდვილად არ მსურდა, ან სუსტ ხელებს ისევ დათმობდა."
ბიგ ბლაინდზე მყოფმა მოთამაშემ დაახლოებით წუთნახევარი დაუთმო საკუთარ გადაწყვეტილებას და სკოტ დევისის ბეთს ისევ ქოლით უპასუხა. უკან 3000-მდე ჩიპი რჩებოდა.
"მე არჩევანი მქონდა - ან დამეთმო ხელი, ან რივერზე ისევ შემეტია, - ყვება დევისი, - ამჯერად 1.875 დავდე. ჩემი ეჭვები, მისი რეინჯის შესახებ, გამართლდა და მან ისევ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კარტი გადაყარა."
სკოტ დევისის ასეთმა აგრესიამ და დამწყები მოწინააღმდეგის სუსტმა თამაშმა გაამართლა. როგორც დევისი ვარაუდობდა, ტურნირის საწყის ეტაპზე, დებიუტანტებს არ სურთ თავიანთი სტეკის, თუნდაც ტოპ წყვილით, მაგიდაზე შეტანა. "როცა ჩიპები გაქვს, თამაში ძალიან მარტივდება. შენ უამრავი ფლოპის ნახვის საშუალება გეძლევა, არ გეშინია კოინფლიპების და მოთამაშეებზეც ადვილად ახდენ აგრესიით გავლენას."
დარიგების შესახებ, უამრავი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ფაქტია, რომ აგრესიული პოკერი იგებს. სკოტ დევისმა, სწორედ ასეთი თამაშით მიაღწია WSOP Asia/Pacific მეინ ივენთზე გამარჯვებას. მისი ბანკროლი აქამდე არნახულად გაიზარდა და მისი ტურნირები, უკვე კარგა ხანია, გასცდა ლას ვეგასის ფარგლებს. ახლა ის, WSOP-თან ერთად, დედამიწის გარშემო მოგზაურობს და მსოფლიოს უდიდეს ტურნირებზე თამაშის საშუალება ეძლევა.