დღეს WSOPE იწყება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ევროპას კვლავ დაუბრუნდა WSOPE. ამჯერად, საფრანგეთისა და ინგლისის ნაცვლად, ევროპული WSOP-ის, გერმანია უმასპინძლებს. ტურნირების 16 დღიან სერია ბერლინის ერთ-ერთი საუკეთესო კაზინო Spielbank-ში ჩატარდება. მსოფლიო პოკერის ევროპულ ფესტივალზე, გარდა საიდ ივენთებისა, 10 ოქროს სამაჯურის გათამაშება იგეგმება. პოკერის ევროპელი მოყვარულებისთვის, დღესასწაული,  6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის ტურნირით იწყება, რომლის ბაი-ინი €2.200 ევროს შეადგენს. 

2013 წელს Caesars-ისა და WSOP-ის მესვეურების მიღებული გადაწყვეტილებას, WSOP Asia/pacific-ის ჩატარების შესახებ, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ტურნირების აზიური სერია არ გაამართლებდა. ბევრისთვის ვიზებთან დაკავშირებული საკითხები დიდ დისკომფორტს ქმნიდა. ამიტომაც, პოკერის მსოფლიო სერიების ორგანიზატორებმა, Caesars-თან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც WSOP Asia/Pacific ლუწ წლებში, ხოლო WSOPE კენტ წლებში უნდა ჩატარდეს. 

ტურნირი, რომელსაც დიდი იმედებით ელოდებიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე მოთამაშეები WSOP-ის ახალი ინიციატივა, Oktoberfest-ია. ეს არის ივენთი, რომლის €550 ევროიანი ბაი-ინი, WSOPE-თვის, სრულიად უპრეცედენტოა. ის 9 ოქტომბერს აიღებს სტარტს. ტურნირის გარშემო გამოთქმული ეჭვების მიუხედავად, როგორც ჩანს, ორგანიზატორებს სიახლეების არ ეშინიათ და იაფი პოკერის მოყვარულთათვის 15 ოქტომბერს კიდევ ერთი, €550 ევროიანი ტურნირი მოამზადეს - ამჯერად პოტ-ლიმიტ ომაჰაში. 

ფესტივალის განმავლობაში, სატელევიზიო ჩაწერა, ორ ივენთზე იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, €10.450 ევროიანი WSOPE მეინ ივენთი იქნება, რომელიც 18 ოქტომბერს დაიწყება. Spielbank-ში უნდა ველოდოთ ამჟამინდელ WSOPE-ის ჩემპიონსა და EPT-ის გამარჯვებულს - ადრიან მატეოსს, რომელიც თავისი ტიტულის დაცვას შეეცდება. უცნობია დაესწრება, თუ არა ტურნირების სერიას 2014 წლის WSOP Asia/Pacific-ის გამარჯვებული სკოტ დევისი. 

მათ, ვინც მეინ ივენთიდან გამოვარდება, დიდი ფულის მოგების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ - WSOPE €25.600 ევროიან ჰაი როლერ ტურნირს გვთავაზობს, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ კანადელები იგებენ. 2013 წლის WSOPE ჰაი როლერ ტურნირი დენიელ ნეგრანუმ მოიგო. მაშინ, მან, 80 მოთამაშეს შორის მოახერხა პირველი ადგილისა და €725.000 ევროს მოპოვება. 2014 წლის WSOP Asia/Pacific-ის ჰაი როლერზეც კანადური ისტორია განმეორდა, როდესაც 68 მოთამაშეს შორის, კანადელმა მაიკ ლიამ $600.000 დოლარი მოიგო. 

მათ, ვისაც WSOPE-ზე რჩეული მოთამაშეების გულშემატკივრობა სურს, სერიების ორგანიზატორები Twitch-ზე პირდაპირ ეთერს სთავაზობენ. როგორც ცნობილი გახდა, ინტერნეტით პირდაპირ ეთერში, პირველი 7 ივენთის ფინალური მაგიდის ნახვა იქნება შესაძლებელი, 30 წუთიანი დაგვიანებით. 5 წუთიანი დაგვიანებით შევძლებთ მეინ ივენთისა და ჰაი როლერ ტურნირის ნახვას, თუმცა შემცირებული დაგვიანების გამო, მოთამაშეთა კარტები ეკრანზე არ გამოჩნდება. სამწუხაროდ, ორგანიზატორები მეინ ივენთისა და ჰაი როლერ ტურნირის ფინალური მაგიდების ტრანსლირებას არ გეგმავენ. 

 

რუმები

ქართული უცხოური