FullTiltPoker მოთამაშეებისთვის $5.7 მილიონი დოლარის დაბრუნებას გეგმავს

როგორც "პოკერის მოთამაშეების გაერთიანების" დირექტორი, ჯონ პაპასი აცხადებს, 'ფულტილტის' მოთამაშეები, რომლებსაც ანგარიშები 2011 წელს გაეყინათ, $5.7 მილიონ დოლარს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ 4 წლის წინ, შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებით, 'ფულტილტს' ფუნქციონირება აეკრძალა, რის გამოც კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა. შედეგად კი, პოკერ-რუმის მოთამაშეებს ანგარიშები გაეყინათ. აღნიშნულ თანხას, დაახლოებით, 2000-მდე მოთამაშე მიიღებს. 

"ესესაა ვესაუბრე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და როგორც მათგან შევიტყვე, დაზარალებული მოთამაშეების შემდეგი ნაკადისთვის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საჭირო ყველა იურიდიული დოკუმენტი მზადაა, - განაცხადა ჯონ პაპასმა PocketFive-თვის მიცემულ ინტერვიუში, - ჩვენ 2000-მდე მოთამაშე გვყავს, რომელთა ანგარიშების შესახებ ინფორმაცია დაკარგულად ითვლებოდა, ან მათი ანაზღაურება სადავო საკითხებში შედიოდა. ამ დროისთვის კი ყველაფერი მოგვარდა და მათ ანგარიშებზე, ჩვენი გადაწყვეტილება, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში აისახება."

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოთამაშეებისთვის ფულის დაბრუნება ნიუ იორკში არსებულ კომპანიას, Garden City Group-ს დაევალა, რომელიც პირველ სატესტო გადარიცხვებს ახორციელებს და დაკისრებულ სამუშაოებს 2 კვირის განმავლობაში დაასრულებს. თუმცა, ამით ყველაფერი არ სრულდება. ჯონ პაპასის ინფორმაციით, კიდევ 3.800 მოთამაშე რჩება, რომელთა საკითხი კვლავ გადასაჭრელია. მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთა ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას განადგურებული ინფორმაცია აფერხებს. მომჩივანთა შორის შესაძლოა რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილი პროფესიონალი მოთამაშეც იყოს. 

Garden City Group-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 'ფულტილტზე' არსებული ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

რუმები

ქართული უცხოური