ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა

გასული კვირა გამორჩეული იყო WCOOP-ის დასრულებითა და 'პოკერსტარსის' შეერთებულ შტატებში დაბრუნებით გამოწვეული ეიფორიითა და სიხარულით. ონლაინ მაგიდები კი, WSOP-ის დაძაბული ზაფხულისა და მცირე პასიურობის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია შესული. ე.წ. nosebleed თამაშებში, უკანასკნელ კვირაში, საუკეთესო შედეგი ჯენს Jeans89 კილონენმა აჩვენა, რომელმაც 5.044 დარიგებაში, რაც 42 სესიას მოიცავს, $265.029 დოლარი გამოიმუშავა. გარდა წარმატებული კვირისა, ჯენს კილონენისთვის, ეს გამარჯვება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მას შემდეგ, რაც HighStakesDB 'პოკერსტარსის' ტრეკინგს ახორციელებს და მოთამაშეების სტატისტიკას აღწერს, კილონენის საერთო მოგება nosebleed მაგიდებზე $5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. 

კვირის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე ვიქტორ Isildur1 ბლომი იყო, რომელმაც 2.022 დარიგებაში $242.933 დოლარი დაკარგა. გარდა შვედისა, გასული კვირის წაგებულთა სიაში მოხვდნენ ჟან-რობერ ბალანდი (-$132.816), ჯეისონ მერსიერი (-$85.061), ფილ Polarizing აივი (-$71.560)

წითელ სიაში მოხვედრის მიუხედავად, ფილ აივიმ ხუთშაბათი დღე დიდი პლუსით დაამთავრა - პოტ ლიმიტ ომაჰასა და 8-გეიმსის მაგიდებზე ნათამაშებ 745 დარიგებაში, მან, $154.900 დოლარი მოიგო. წარმატებულ დღეს ისიც დაემატა, რომ აივიმ დღის უდიდესი ბანკის მოგება მოახერხა. დარიგება პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდაზე მოხდა: ვიქტორ ბლომის $1.720 დოლარიანი პრეფლოპ რეიზის შემდეგ, აივიმ $5.880-მდე გაზარდა, რაზეც შვედმა ქოლით უპასუხა. 8J2ფლოპზე, აივის $12.475-იან ბეთი, ბლომმა ქოლით მიიღო. თერნზე დადებული 8-მა კი სიტუაცია უფრო დაძაბა - აივიმ $16.400-მდე გაზარდა, პასუხად ბლომმა დარჩენილი $49.680 დოლარით ოლ ინი გააკეთა, რაზეც აივისგან მომენტალური ქოლი მიიღო. 

აივი: JJQQ

ბლომი: AK83

ბლომის ტრიპსს ერთადერთი 8 ჰქონდა დარჩენილი გასაძლიერებლად, მაგრამ რივერზე ამოსულმა T-მა მდგომარეობა უცვლელად დატოვა და $136.790 დოლარიანი პოტი ფილ აივის ფულ ჰაუსს ერგო. 

სექტემბრის თვის უკანასკნელი დღე წარმატებული აღმოჩნდა WRUUUM-ისთვის, რომელმაც PLO მაგიდებზე, აივის, BERRI SWEET-ის და ჯენს კილონენის წინააღმდეგ, 971 დარიგებაში, $211.000 დოლარი მოაგროვა. 

რუმები

ქართული უცხოური