Common Cents - ტურნირების საუკეთესო სერია დამწყები მოთამაშეებისთვის

შეიძლება ითქვას, რომ 'პოკერსტარსი' წარმატების ზენიტში იმყოფება. მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა ჯერ WCOOP - World Championship Of Online Poker-ის სერიები დაასრულა, რომელზეც მთლიანობაში გარანტირებული საპრიზო თანხის სახით $45 მილიონი დოლარი გაიცა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ნიუ ჯერსის შტატში ონლაინ თამაშების გამართვის უფლება მოიპოვა. პოკერ-რუმის მესვეურებმა, თავის მხრივ, პოკერის მოყვარულების წახალისება გადაწყვიტეს და მომხმარებელს არაჩვეულებრივი ტურნირების სერია შესთავაზეს - Common Cents. ეს იქნება 14 ტურნირისგან შემდგარი სერია, რომელთა ბაი-ინი $1 დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. ტურნირების ერთობლივი გარანტირებული პრაიზ პული $250.000 დოლარს შეადგენს. 

Common Cents-ის პოკერ ფესტივალი 5 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 11 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალს 1 ცენტიანი ტურნირი გახსნის, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $100.000 შეადგენს. ტურნირი ფრიზაუტის სტრუქტურით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე იღბლიანი, 1 ცენტიანი ტურნირის ბილეთით, $10.000 დოლარის მფლობელი გახდება. შემდეგი ტურნირების ფასები თანდათან გაიზრდება - $0.11; $0.22; $0.33 და ა.შ. 15 ოქტომბერს კი, Common Cents Main Event გაიმართება, რომლის ბაი-ინი $0.99 დოლარი იქნება, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი - $25.000. 

რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, არის ის, რომ მეინ ივენთის თამაში, ზოგი მოთამაშისთვის სრულიად უფასო იქნება. 'პოკერსტარსი' გეგმავს, რომ პირველი 13 ტურნირის თითოეულ მაგიდაზე, მეინ ივენთის ერთი უფასო ბილეთი ყოველ წუთში ერთხელ რომელიმე მოთამაშეს შეხვდეს. ეს ყველაფერი ტურნირის მხოლოდ პირველი ერთი საათით გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეინ ივენთზე მინიმუმ 6.500 მოთამაშეზე მეტი სრულიად უსასყიდლოდ მოხვდება. გარდა უფასო ბილეთებისა, იგეგმება სპეციალური ლიდერბორდის შექმნა, რომლის საპრიზო ფონდი $1000 დოლარი იქნება. 

 

რუმები

ქართული უცხოური