თბილისი WPT National Georgia-ს უმასპინძლებს

World Poker Tour National Georgia უკვე მეორე მასშტაბური ტურნირების სერია იქნება, რომელსაც თბილის უმასპინძლებს. პოკერის ფესტივალი, როგორც მაისში, ახლაც ევროპა-ბეთსა და WPT-ის შორის გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდება. ტურნირის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 1-ელ ნოემბერს. 

ტურნირების სერიაში 10 სხვადასხვა ივენთია გაერთიანებული, მათ შორის $1.000 ბაი-ინის მქონე მეინ ივენთი, რომლის საპრიზო თანხა $100.000 დოლარს შეადგენს. მეინ ივენთ ოთხი დღის განმავლობაში ჩატარდება. ის, მოთამაშეებს, დიფ სტეკ სტრუქტურას სთავაზობს - 30.000 ჩიპი საწყის სტეკისთვის და ერთსაათიანი ლეველები. 

მეინ ივენთზე მოხვედრის მსურველებს საშუალება ექნებათ ლაივ სატელიტები ითამაშონ. პირველი სატელიტი 5 ნოემბერს გაიმართება და მისი ღირებულება $200 დოლარი იქნება. მეინ ივენთზე მოხვედრას, ამ ტურნირის პირველი 7 საპრიზო ადგილის მფლობელი შეძლებს. მეორე ტურნირი, რომელიც მსურველებს კიდევ უფრო ხელსაყრელ შესატანს - $150 დოლარს სთავაზობს, 6 ნოემბერს ჩატარდება და პირველი 5 საპრიზო ადგილის მფლობელს მეინ ივენთზე თამაშის საშუალებას მისცემს. 

გარდა მეინ ივენთისა, იგეგმება სხვა საინტერესო ტურნირები, რომლებიც სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება, მაგრამ ყველა მათგანი ულიმიტო ტეხასურ ჰოლდემს მოიცავს. ოთხდღიანი WPT Georgia Poker Championship პირველ ნოემბერს აიღებს სტარტს. ტურნირის ბაი-ინი $250 დოლარი იქნება, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი - $35.000. 3 ნოემბერს კი WPT Caucasus Open Poker Tournament იგეგმება - $25.000 დოლარიანი გარანტირებული საპრიზო ფონდით. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდა WPT National-ის ტურნირების სერია. მაშინდელი მეინ ივენთის გამარჯვებული ლევან შამათავა გახდა, რომელმაც ტურნირზე დარეგისტრირებულ 187 მოთამაშეს შორის მოახერხა პირველი ადგილისთვის დაწესებული $40.460 დოლარისა და საქართველოში სადებიუტო WPT National-ის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება. 

გთავაზობთ WPT National Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი სატურნირო ივენთების ჩამონათვალს

რუმები

ქართული უცხოური