ფილ ჰელმუტი Reddit-ის რუბრიკაში Ask Me Anything

ბოლო ვიქენდზე, ფილ ჰელმუტი გასართობი პორტალის, Reddit-ის სტუმარი იყო, გადაცემაში Ask Me Anything, სადაც WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელმა, პოკერის მოყვარულების შეკითხვებს გულახდილი და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გასცა. ჰელმუტის სტუმრობამდე, გადაცემის სტუმრები იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: ფილ გალფონდი, ანტონიო ესფანდიარი და ჯეისონ მერსიერი. 

'ჯეოპოკერი' გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს ფილ ჰელმუტის ინტერვიუდან, რომელიც პირველი 24 საათიანი პოკერის არხის - PokerCentral-ის გახსნას მიეძღვნა.

ჰელმუტი ონლაინ პოკერის მომავალზე, შეერთებულ შტატებში:

"ამერიკას აუცილებლად ექნება ლეგალიზებული პოკერი, ეს გარდაუვალია! მთავარი კითხვა, რაც აქ ისმის არის: როდის? ძალიან უცნაურია, მაგრამ ამერიკაში პოკერი ერთმა ადამიანმა აკრძალა - შელდონ ადელსონმა და ის ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ხარჯავს პოლიტიკოსების დასაფინანსებლად, რომლებიც ლეგალიზებული პოკერის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. დევიდ ბააზოვი გამუდმებით იბრძვის, რათა პოკერი რაც შეიძლება პოპულარული და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პოკერის ლეგალიზების რეალური შანსი, ჯერჯერობით კალიფორნიაში არსებობს. თუ კალიფორნიამ მიიღო კანონი პოკერის შესახებ, მაშინ მთელი ამერიკა დაინახავს, რამხელა სარგებელი შეიძლება მოიტანოს პოკერმა ბიუჯეტისა და მოსახლეობისთვის."

თამაში უნივერსიტეტის პროფესორების წინააღმდეგ:

"დიახ, მე ჩემი უნივერსიტეტის ორი პროფესორის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ეს ძალიან ადრე იყო, დაახლოებით 1984 წელს. ჩვენ თამაშში მონაწილეობას ასევე ღებულობდნენ ფსიქიატრები, ადვოკატები, ექიმები... მათი მინიმალური ასაკი 40 წელი იყო, მაშინ მე 20 წლის ვიყავი. ყოველ მათგანს, უკვე, რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დაცული. მე კი უბრალო სტუდენტი ვიყავი. მაგრამ მათთვის გასაკვირად, პოკერს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი."

მისი და სემ გრიზლის ლეგენდარული დაპირისპირების შესახებ:

"სემ გრიზლი? სემი, პოკერში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული პიროვნებაა. ერთხელ მან ერთ-ერთ ქეშ-გეიმ თამაშში ადგილის დაკავება მთხოვა, რამდენადაც სასადილოდ გასვლას აპირებდა. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ყოველ ნახევარ საათში, კაზინო, მისი სტეკიდან ფულს იღებდა - ასეთი წესი იყო. 90 წუთის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ის მოსვლას აღარ აპირებდა და კაზინოს მისი ფულის აღება შევაწყვეტინე. რამდენიმე საათის შემდეგ ის ბრუნდება მაგიდასთან და ხედავს, რომ მისი ადგილი დაკავებულია. ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ხელჩართული ჩხუბი იყო, სადაც ორივეს საკმაოდ მოგვხვდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა."

ბედ ბითებთან გამკლავება:

"რა თქმა უნდა, ყველამ იცის, ეს ჩემი სისუსტეა - ბედ ბითებზე ბევრს ვწუწუნებ. მაგრამ რასაც ძალიან ვცდილობ, არის ის, რომ ჩემი უიღბლობა მაგიდასთან დარჩეს და თამაშს გარეთ, რეალურ ცხოვრებაში ის ხასიათი არ გავიყოლო. ბედ ბითებთან გამკლავება დღითიდღე უკეთესად გამომდის. თუ ჩემ ცოლს კითხავთ, აგიხსნით, რამდენად ცუდი ვიყავი ამ საქმეში 20-25 წლის წინ. ყველაზე მეტად არ მინდა, რომ პოკერში მიღებულმა ნეგატივმა, რაიმე გავლენა იქონიოს ურთიერთობებზე და ოჯახის წევრებზე."

UltimateBet-თან ურთიერთობებზე:

"ძალიან ვამაყობ ჩემი საქციელით. 'ულტიმეტბეთის' გარშემო დაწყებულ სკანდალზე გამოძიების წარმოება, ჩემი ინიციატივა იყო. სწორედ ამ გამოძიების გამო დაუბრუნდათ მოთამაშეებს თავიანთი კუთვნილი თანხები, $25 მილიონ დოლარზე მეტი. ჩემთვის პოკერ-რუმის დატოვება საკმაოდ ადვილი გადაწყვეტილება იყო, რადგან იმ პერიოდში FullTiltPoker-ს სურდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება. მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ უკვე ვნახეთ მოთამაშე, რომელმაც პოკერ-რუმის საშუალებით, მოთამაშეების ასეულობით მილიონი დოლარი მიითვისა და ახლა ის ერთ-ერთი უარყოფითი გმირია პოკერის სამყაროში."

Poker Brat-ის შესახებ:

"სამწუხაროდ, საკუთარ თავზე კონტროლს მართლაც ხშირად ვკარგავ, მაგრამ იმაზე გაცილებით იშვიათად, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. თუ მე წყობილებიდან გამოვედი, ტელევიზიები მზად არიან წლობით ატრიალონ ჩემი კადრები, მაგრამ თუ ყველაფერი რიგზე მაქვს, ამდენი ყურადღება არ მეთმობა."

 

რუმები

ქართული უცხოური