ლეგენდარულ მოთამაშეს ლას ვეგასის კაზინოებში შესვლა აეკრძალა

ლეგენდარული გემბლერი, ჰაი სტეიკს მოთამაშე, ანარგიროს კარაბირნიტისი, რომელსაც მსოფლიო არჩი კარასის სახელით იცნობს, ნევადის შტატის შავ სიაში შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის შტატის ნებისმიერი კაზინოს კარი სამუდამოდ დაიკეტა. როგორც მოთამაშეები ამბობენ, ნევადის შავი სიიდან ამოშლა, მხოლოდ სიკვდილის შემდეგაა შესაძლებელი.

როგორც Las Vegas Review-Journal იტყობინება, კარასი, შავ სიაში ხუთშაბათს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც ის რამდენჯერმე იქნა გასამართლებული ნევადისა და კალიფორნიის შტატების სხვადასხვა კაზინოებში თაღლითობის ბრალდებით. ჟურნალის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ კარასს თავისი მდგომარეობა აზარტული თამაშების კომისიაში არ გაუსაჩივრებია. ნევადის შტატის 'შავი სია' 1972 წელს შეიქმნა და ადგილს მასში ძალიან იშვიათად თუ ვინმე 'დაიმსახურებს'.

კარასი ცნობილი გახდა 90-იან წლებში, როდესაც $50 დოლარი $40 მილიონად აქცია - განსაკუთრებით 1995-1996 წლებში, როცა მან კაზინოს ყველა თამაშში არნახულ წარმატებას მიაღწია. თავისი აღმავლობის წლებში, კარასი, ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობდა, როგორებიც იყვნენ: ლეგენდარული სტუ ანგარი, დოილ ბრანსონი, ჯონი ჩენი, ჩიპ რიზი, ჯონი მოსი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ქეშ-გეიმების სტატისტიკა არ არსებობს, როგორც პოკერის წრეებში ამბობენ, კარასმა, ასეთი დონის მოთამაშეებთანაც კი, დიდ წარმატებას მიაღწია.

კარასის ისტორია კამათლის და სხვა მსგავსი სამაგიდო თამაშებით იწყება და ბაკარათი გრძელდება. თუმცა მან დიდ სიმაღლეებს მიაღწია პოკერშიც. მიუხედავად მისი წარმატებისა, არცერთ ცნობილ მოთამაშეს მის მიმართ, თაღლითობასთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამს. მათ უბრალოდ შეწყვიტეს კარასთან თამაში.

$40 მილიონი დოლარის დაკარგვა, მართლაც ტრაგიკული მოვლენაა, მაგრამ ვეგასს მსგავსი თანხების წაგება ხშირად გაუგია. განსაკუთრებულად ტრაგიკულ ელფერს, ამ ყველაფერს, ისიც სძენს, რომ კარასმა თავისი მულტიმილიონიანი კარიერა მხოლოდ $50 დოლარით დაიწყო. კარასს, ერთ-ერთი უკანასკნელი ბრალდება, რამდენიმე წლის წინ წარედგინა, როდესაც კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი კაზინოს პერსონალმა, კარასის მიერ დანიშნული ბლექ-ჯექის ბანქო აღმოაჩინა. თუმცა მაშინ, ლეგენდარული მოთამაშე ციხეს გადაურჩა. 

არჩი კარასს, სატურნირო პოკერის კარიერის განმავლობაში, $200.000 დოლარამდე აქვს მოგებული. მოგების უმეტესი ნაწილი WSOP-ის მეინ ივენთზე მოდის. მისი უკანასკნელი მოგება 2013 წლის WSOP-ზე ფიქსირდება. ნევადის შტატის 'შავ სიაში' შეყვანის შემდეგ, მას, მსოფლიოს უდიდეს ტურნირზე თამაშიც აეკრძალა. 

ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ცნობილი მოთამაშეების აზრი არჩი კარასის შესახებ

რუმები

ქართული უცხოური