პროფესიონალი მოთამაშე, ვანესა რუსო, Big Brother-ის ფინალურ სამეულში მოხვდა
ინგლისურენოვანი მაყურებლისთვის ჰიტად ქცეული სატელევიზიო რეალითი შოუ Big Brother ფინალურ ეტაპს უახლოვდება. ტელეგადაცემის მე-17 სეზონი, სიმბოლურად, 17 ადამიანით დაიწყო, მაგრამ ამჟამად მასში მხოლოდ სამი მონაწილე დარჩა, რომელთა შორის 'პოკერსტარსის' სახე და ცნობილი პროფესიონალი მოთამაშე, ვანესა რუსოცაა.
Big Brother, ჯორჯ ორველის წიგნზე "1984"-ზე არის დაფუძნებული. შოუს იდეა მდგომარეობს შემდეგში: სპეციალურად მოწყობილ სახლში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ გარესამყაროსთან. მათ არ მიუწვდებათ ხელი ტელეფონებზე, ინტერნეტზე, არანაირ საკომუნიკაციო საშუალებებზე. შოუს მონაწილეები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ არიან, სპეციალურად დამონტაჟებული კამერებისა და მიკროფონების საშუალებით. მონაწილის მთავარი მიზანია გადაურჩეს ყოველკვირეულ გასახლებას და იყოს ბინის უკანასკნელი სტუმარი. გადაცემის თითო სეზონი, დაახლოებით სამი თვე გრძელდება და მასში მინიმუმ 10 ადამიანი მონაწილეობს. გამარჯვებულს $500.000 დოლარი ერგება, ხოლო მეორე ადგილზე გასულს - $50.000.
სატელევიზიო ჰიტის შემდეგი გამოშვება კვირასაა, ხოლო 23 სექტემბერს ფინალური, დასკვნითი გადაცემა გავა. moviefone.com-ის მიერ გამოთქმული ვარაუდების მიხედვით, ვანესა რუსოს გამარჯვებისთვის საუკეთესო შანსები აქვს. მას, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, $4.5 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული. თუ რუსომ Big Brother-ში გამარჯვება და ნახევარი მილიონი დოლარის მიღება მოახერხა, ეს მისი რიგით მესამე დიდი გამარჯვება იქნება.
როგორც რეალითი შოუს ფანები ამბობენ, ვანესა რუსო, შესაძლოა გადაცემის ისტორიაში საუკეთესო მონაწილე იყოს.





