ჯეისონ ლესი: პოკერში ბოტების გამოყენებას დიდი მომავალი აქვს

ჯეისონ ლესი, დღევანდელ პოკერის ელიტაში, ერთ-ერთ საუკეთესო ჰედს-აპ ქეშ-გეიმერად ითვლება. აქტიური ქეშ გეიმების მიუხედავად, მას, დიდი წარმატება ჰქონდა წლევანდელ WSOP-ზე - მან ორი ფინალური მაგიდა ითამაშა, რომელთაგან ერთი $3.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე აღებული მეორე ადგილი, ხოლო მეორე  $10.000 დოლარიან პოტ-ლიმიტ ჰოლდემის ივენთზე აღებული მესამე ადგილი იყო. 

გამარჯვებებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ლესი და მისი სამი მეგობარი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტში დაპროექტებულ ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპირდნენ, რომელიც მოთამაშეების გამარჯვებით დასრულდა. მიუხედავად აშკარა გამარჯვებისა, როგორც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები აცხადებენ, ბოტსა და მოთამაშეებს შორის გამართული დაპირისპირება 'სტატისტიკური ფრეა'. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჯეისონ ლესიც ეთანხმება და ამბობს, რომ ამ დაპირისპირებით აშკარა გახდა, რომ კომპიუტერულ ბოტებს, პოკერში, დიდი მომავალი აქვთ.

ჩვენ გთავაზობთ CardPlayer-თან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც 29 წლის პროფესიონალმა მოთამაშემ სატურნირო და ქეშ გეიმ პოკერის გარდა, მის მიერ დამარცხებულ ხელოვნურ ინტელექტზეც ისაუბრა.

როგორი ზაფხული გქონდათ WSOP-ზე?

როგორც წესი, მე ტურნირების მოთამაშედ ვერ ჩავითვლები. წელს კი შედარებით აქტიურად ვიყავი სატურნირო თამაშში ჩართული, ძირითადად ულიმიტო ჰოლდემის ივენთებში. პოკერის სერიების დაწყებამდე, დიდი წარუმატებლობისთვის ვიყავი მომზადებული და უნდა ვთქვა, რომ ჩემი შედეგებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ორი ფინალური მაგიდა და მეორე-მესამე ადგილები, ცუდი ნამდვილად არ არის. როგორც ქეშ-გეიმერმა, უნდა ვაღიარო, რომ როცა WSOP-ის რომელიმე ივენთს იწყებ, ოქროს სამაჯურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ როგორც კი ფინალურ მაგიდას და საწყის პოზიციებს უახლოვდები, მაშინვე გიჩნდება უფრო მეტის მიღწევის სურვილი. ქეშ გეიმები, ამ ზაფხულს, თითქმის არ მითამაშია. საათობით ვიყავი ტურნირებზე გადართული, ხოლო შესვენებებს პოკერის წიგნებს ვუთმობდი. 

ხალხი ყოველთვის აღნიშნავს, როგორი დამღლელი და ხანგრძლივია სატურნირო თამაშები. მათ ყოველთვის ავიწყდებათ მარათონული ქეშ გეიმები, რომლებიც რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. როგორც ქეშ-გეიმერმა, შეგიძლია გვითხრა, როგორ შეიძლება სატურნირო თამაშის დაღლილობასთან გამკლავება?

ძირითადად ულიმიტო ჰოლდემს, ჰედს-აპს ვთამაშობ. საკმაოდ არეული გრაფიკი მაქვს. ჩემი ძილი კონკრეტულ თამაშზეა დამოკიდებული. ჰედს-აპის მოთამაშეს არ შეუძლია დაიძინოს საღამოს, ადგეს დილას და იგივე თამაში დახვდეს. თუ კარგი ოპონენტი შეგხვდა, თამაში იქამდე უნდა გააგრძელო, სანამ ფიზიკურად გაუძლებ. ეს ყველაფერი WSOP-ზე ძალიან გამომადგა. 12 საათიანი სატურნირო სესია არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ონლაინ გრაინდერი რეგულარულად აკეთებს. თუმცა ლაივ ტურნირსაც აქვს თავისებური სირთულე - შენ არ შეგიძლია კომფორტულად მოკალათდე საკუთარ სავარძელში და ღილაკებს აჭირო. 

რა მდგომარეობაა დღეს ონლაინ პოკერში, კონკრეტულად ჰედს-აპ თამაშებში?

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, თამაშები სულ უფრო რთულდება. ონლაინ პოკერის ბუმიდან თუ გადავითვლით, დღევანდელი ჰედს-აპ თამაშის მოგება გაცილებით რთულია. თუ თამაში მართლა გიყვარს და ეს საქმე სიამოვნებას განიჭებს, მომგებიან გზას აუცილებლად გამოძებნი და საკუთარ თამაშს გააუმჯობესებ. ბევრი წუწუნებს იმის შესახებ, რომ ჰედს-აპ თამაშები 'მკვდარია'. ეს დიდი ტყუილია. სინამდვილეში მათ კონკრეტულ, სუსტ ოპონენტებთან თამაში სურთ და ერთმანეთს არ უპირისპირდებიან. რამდენიმე ტოპ მოთამაშეს, მართლაც აქვს ეს პრობლემა, რადგან მათთან თამაში თითქმის არავის სურს, მაგრამ კარგი თამაშის მოძებნა, დღევანდელ ონლაინ სივრცეში, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ყველაფერთან ერთად, ჰედს-აპი, საუკეთესო თამაშია პოკერის შესასწავლად. იმდენი დარიგების თამაში გიწევს, იმდენად განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან და განსხვავებულ სიტუაციებში, იმდენი ახალი იდეა გიჩნდება კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, რომ გამორიცხულია ამ ყველაფერმა შენი თამაში არ განავითაროს. თუ ვინმეს პოკერის სწავლა და საკუთარი თავის გაუმჯობესება უნდა, პირველ რიგში ერთი ერთზე თამაშს ვურჩევდი. 

ფიქრობ, რომ უკვე იმ სიმაღლეზე ხარ ასული, რომ ნებისმიერ ოპონენტს, ნებისმიერ დროს დაუპირისპირდებოდი? არიან ისეთი ადამიანები, ვის წინააღმდეგაც თამაში არ გინდა?

ჩემი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებ, ნებისმიერ მოთამაშეს შევერკინებოდი, ჩემი მეგობრების გარდა. მაგალითად, დენიელ კეიტსის წინააღმდეგ 24 საათიან სესიას არ დავიწყებ. საკმაოდ ძლიერი ნერვები გჭირდება, თუ ტოპ მოთამაშეებთან ადგილის დამკვიდრებას აპირებ. ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ჩამოვშორდი ჰედს-აპ მაგიდებს, მაგრამ ისევ ვაპირებ უკან დაბრუნებას. 

ბევრი ამბობს, რომ დღევანდელ პოკერში, შენ და დაგ პოლკი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეები ხართ. ეთანხმები ამ მოსაზრებას?

დაგ პოლკი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, უკვე მრავალი წელია. მის წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებ. ვფიქრობ, დღესდღეისობით ის საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშეა და მეეჭვება ოდესმე მის დონეს მივაღწიო. 

შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მის დონეზე ითამაშო?

ვფიქრობ, ზოგჯერ ადამიანს არ აქვს უნარი გამოიგონოს კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელი გზები. შენ შეგიძლია შესთავაზო საკუთარი გზა, რომელიმე პრობლემის გამოსასწორებლად, მაგრამ ის მაინც საკუთარ აზრზე დარჩეს და ვერ აითვისოს ის, რასაც ეუბნები. რისი სწავლაც ერთბაშად შეუძლებელია, მხოლოდ პრაქტიკით და გამოცდილებით გამოსწორდება. იმისთვის, რომ საუკეთესო გახდე, უნდა ეთამაშო ასევე საუკეთესო ოპონენტებს, უნდა ითამაშო ასიათასობით დარიგება, გამოსცადო სხვადასხვა სტრატეგიები, უნდა შეგეძლოს ადაპტაცია, საკუთარი ქცევებისა და გადაწყვეტილებების კონტროლი და ა.შ.

შეგიძლია მოგვიყვე იმ სტრატეგიების შესახებ, რომელიც შენ და შენმა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის დასამარცხებლად შეიმუშავეთ?

რამდენადაც ამ ბოტს ადაპტაციის უნარი არ ჰქონდა, მან ე.წ. 'ნეშის ეკვილიბრიუმის' სტრატეგია აირჩია. ის ფიქრობდა, რომ ასეთი ტაქტიკის დამარცხებას ვერ შევძლებდით. მან იფიქრა, რომ ჩვენც შესაბამისად, სტანდარტული გზებით დავუპირისპირდებოდით. ჩვენ კი აბსოლუტურად არანორმალური თამაში, არაადეკვატური და მოულოდნელი ბეთ საიზინგი შევთავაზეთ. ის ხშირად აკეთებდა ბლეფს და ნატსი ფლეშის განსახიერებას ცდილობდა, მაგრამ როცა ხელში ნატსი ფლეშის 'ბლოკერი' გიჭირავს, შენი ქოლ რეინჯი საკმაოდ იზრდება. მეორეს მხრივ, 'ბლოკერებს' ჩვენ თავად ვიყენებდით ბლეფის გასაკეთებლად. ზოგადად 'ბლოკერების' იდეა საკმაოდ დაგვეხმარა მის წინააღმდეგ თამაშში. მანქანა საკმაოდ ხშირად აკეთებდა ოლ-ინებს და ძლიერ წნეხში გვაგდებდა. ამან მართლაც იმუშავა და, მისი მხრიდან,  ნამდვილად სწორი სტრატეგია იყო. მისი თამაში რივერზე, მართლაც რთული რამ აღმოჩნდა ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბლეფი გამოვიცანით, რივერი და მისი ოვერბეთები, ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი გამოდგა სათამაშოდ.  ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, უცნაური ბეტ-საიზინგი იყო. ის მანქანაა და მისი ინფორმაცია შეზღუდულია. ის მხოლოდ პოტის 1/2, 1/3, 1/4, 3/4, 1.25 და ა.შ. ზომებს აღიქვამდა და კონკრეტულ სტრატეგიას უპირისპირებდა. ჩვენ კი ვცადეთ სწორედ ამ სტანდარტული ბეთ-საიზებს შორის ვყოფილიყავით და მისთვის ყველაფერი გაგვერთულებინა. 

ე.ი. რივერზე მისი ოვერბეთები საკმაოდ პოლარიზებული იყო?

დიახ. მანქანის შემქმნელებმა მართლაც დიდი საქმე გააკეთეს რივერის კომპონენტით. მას ან ნატსი ჰყავდა, ან საერთოდ არაფერი. $500 დოლარიან ბანკში, ის $19.750 დოლარიან ოლ ინს აკეთებს. ყოველთვის ფოლდს ვერ ითამაშებ. ყოველთვის უნდა გეფიქრა საკუთარ რეინჯზე და მანქანის ისტორიაზე. 'ბლოკერები' ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა. კარნეგი მელონის უნივერსიტეტის თანამშრომლები 'ბლოკერების' შესახებ ფლობენ ინფორმაციას. სავარაუდოდ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ შემდეგ მოდელში ამ ფაქტორს, ასე რომ მისი დამარცხება კიდევ უფრო რთული გახდება. 

ასეთი ოვერბეთები რეალურ თამაშებში ნაკლებად გვხვდება...

ჩვენ, მანქანის წინააღმდეგ, 200 ბიგ ბლაინდიანი თამაში გვქონდა. რეალურ თამაშებში, როგორც წესი 100 ბიგ ბლაინდია. ზოგჯერ უფრო დიდი სტეკებიც გვხვდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მაინც 100-ის ფარგლებში ვრჩებით. ადამიანისთვის ასეთი სტრატეგიის გამოყენება ძალიან რთულია, თითქმის წარმოუდგენელი, რადგან ბალანსის დაცვა ნებისმიერ არსებას გაუჭირდება, რომელსაც ემოცია აქვს. ეს ბოტი კი იდეალურ ბალანსს იცავდა. მეორე სირთულე, მსგავს სიტუაციებში, ის იყო, რომ ის ხშირად ისეთ 'სლოუფლეის' თამაშობდა, რომელსაც ადამიანი არასდროს არ გააკეთებს. 

რას ფიქრობ პოკერის ბოტების შესახებ და ოდესმე თუ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი დაუმარცხებელია?

ვფიქრობ, მათ დიდი მომავალი აქვთ. კარნეგი მელონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. საინტერესო იყო მათთან საუბარი და იმის გაგება, თუ რა ისწავლეს პოკერის შესახებ. ისინი მეცნიერები არიან და არა პროფესიონალი მოთამაშეები. მიუხედავად იმისა, რომ 100 ბიგ ბლაინდიდან 9-ს ვიგებდით, მათი შრომა ფასდაუდებელია. რამდენიმე წელში, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი ბოტი, რომელიც დაუმარცხებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ 'ნეშ ეკვილიბრიუმის' სტრატეგიის გამოყენებით, მისი ვინ რეიტი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში 0 ბიგ ბლაინდი იქნება 100-დან. სულაც არ გამიკვირდება, თუ 2 წლის შემდეგ იგივე ბოტთან დაპირისპირება რეალურ 'სტატისტიკურ ფრეს' მოგვცემს. 

რუმები

ქართული უცხოური