უწყინარი ხუმრობის გამო, იტალიელი მოთამაშე, ტურნირის ფინალურ მაგიდაზე არ დაუშვეს

როცა იტალიელმა მოთამაშემ, გაეტანო პრიტიმ, People's Poker Tour-ის მეინ ივენთზე თავისი მეგობრის შეშინება გადაწყვიტა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა საფასურს გადაიხდიდა ამ ხუმრობაში. შემთხვევა კვირას, 6 სექტემბერს მოხდა, Portomaso Casino-ში, სადაც €990 ევროიანი მეინ ივენთი ორი დღის დაწყებული იყო. ტურნირზე, რომელზეც 153 მოთამაშე დარეგისტრირდა, პრაიზ პულმა €133.000 ევრო შეადგინა. 

"ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირის შემდეგ, სრულიად აბსურდული მიზეზის გამო, ტურნირის მენეჯერები მეუბნებიან, რომ ფინალურ მაგიდაზე ვერ ვითამაშებ" - წერდა ორშაბათს იტალიელი მოთამაშე თავის 'ფეისბუქის' გვერდზე. "როცა მესამე დღის საბოლოო ხელი დარიგდა, გადავწყვიტე ჩემი მეგობარი, ნიკოლა ლუიჯი აბრუსკი შემეშინებინა. მან ერთ-ერთ მოთამაშეს მოუგო და ტურნირიდან გამოთიშა, მე კი მის მიერ მოგებული სტეკი მისთვის შეუმჩნევლად დავმალე. შემდეგ ჩვენს გულშემატკივრებთან მივედი და ხუმრობის შესახებ მოვუყევი. ყველაფერი კარგად იყო, ყველას უხაროდა ჩვენი ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა. მეგობრებთან ერთად ფოტოებს ვიღებდი, ხოლო როცა მაგიდასთან დავბრუნდი, დავინახე, რომ აბრუსკისთვის კუთვნილი ჩიპები უკვე დაებრუნებინათ. ტურნირის მენეჯერს მაშინვე ავუხსენი ჩემი ხუმრობის იდეა. ისიც დამეთანხმა და მითხრა, რომ მიუხედავად აშკარა ხუმრობისა, ჩემი მოქმედება კაზინოსა და ტურნირის წესებს ეწინააღმდეგებოდა. ვიცი, რომ ბევრი გავრისკე სულელური ხუმრობისთვის. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებას და კანონმორჩილებასაც პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინეს" - ამბობს იტალიელი მოთამაშე.

როგორც People's Poker Tour-ის ორგანიზატორმა განაცხადა, გაეტანო პრიტის მონათხრობი ისტორია სრულიად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ისიც დაამატა, რომ მისი მოქმედება ტურნირის წესებს უხეშად არღვევდა. სწორედ ამ მიზეზით, პრიტის, ფინალურ მაგიდაზე თამაში აეკრძალა. "გაეტანო პრიტის სტეკი, რომელიც მან ფინალური მაგიდისთვის მოაგროვა, ანულირებული იქნება და საერთო ჩიპების რაოდენობას გამოაკლდება. ფინალური მაგიდა კი 8 მოთამაშით დაკომპლექტდება" - ამბობს ტურნირის მენეჯერი. 

 

რუმები

ქართული უცხოური