"კაზინომ €18.000 ევრო მომპარა" - დენიელ შტერნი

Casino Barcelona-ში გამართული EPT, გასული კვირის ერთადერთი ხმაურიანი მოვლენა არ ყოფილა. გარდა გრანდიოზული ტურნირისა, კაზინოში ჰაი სტეიკს ქეშ გეიმები მიმდინარეობდა, რომლის ერთ-ერთმა ინციდენტმა, პოკერის წრეებში, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 

როგორც ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშე, დენიელ შტერნი, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე წერს, ბარსელონას კაზინოში გამართული €100/€200 პოტ-ლიმიტ ომაჰას თამაშისას, კაზინოს ერთ-ერთმა მენეჯერმა არ გაითვალისწინა მოთამაშეების, დილერისა და კიდევ ერთი მენეჯერის გადაწყვეტილება და მის მიერ მოგებული €18.000 ევრო სხვა მოთამაშეს მიაკუთვნეს. 

დენიელ 'Ansky' შტერნის მიერ გაკეთებული ტვიტერის პოსტი ხანგრძლივი და სერიოზული განხივლის საგანი გახდა '2+2 ფორუმზე', სადაც უამრავი ონლაინ გრაინდერი და პროფესიონალი მოთამაშეა დარეგისტრირებული. როგორც 'ანსკი' ყვება, პოტ-ლიმიტ ომაჰას თამაშისას, პრეფლოპ €24.000 ევროიანი ბანკი შეიკრიბა, ხოლო ფლოპზე ესპანელმა მოთამაშემ ბანკი €10.000 ევრომდე გაზარდა, რაზეც ანსკიმ €40.000 ევროიანი რირეიზით უპასუხა, ხოლო დევიდ Bullitos ვან დერ ვილმა საკუთარი დარჩენილი €5 ევროთი ქოლი გააკეთა. 

დენიელ შტერნის მტკიცებით, ისტორიის სინამდვილეს რამდენიმე ცნობილი პროფესიონალი მოთამაშე დაადასტურებს, რომლებიც ინციდენტის მომენტში მაგიდასთან იმყოფებოდნენ. "ჩვენ ფლოპზე აღმოვჩნდით ოლ ინ სიტუაციაში, - ამბობს 'ანსკი', - სამივე მოთამაშე თერნის და რივერის ორჯერ დარიგებაზე შევთანხმდით. ადგილობრივი ესპანურისა და შექმნილი ენის ბარიერის გამო, მე რამდენჯერმე გავიმეორე ჩემი შეთავაზება და მათგანაც რამდენჯერმე მოვითხოვე დასტური, ასე რომ შეცდომა ნამდვილად არ მოხდებოდა."

მას შემდეგ, რაც ბანკი 'ანსკიმ' და ესპანელმა თანაბრად გაიყვეს, ადგილობრივმა მოთამაშემ პრეტენზია გამოთქვა იმის შესახებ, რომ კაზინოს წესების თანახმად, თერნის და რივერის ორჯერ დარიგება აკრძალულია, თუ დარიგებაში ორზე მეტი მოთამაშე მონაწილეობს. შესაბამისად, მის მიერ მოგებული თერნი და რივერი ერთადერთი დარიგება უნდა ყოფილიყო, რის მიხედვითაც €36.000 ევროიანი პოტი მას შეხვდებოდა. 

შექმნილი გაუგებრობის გამო, კაზინოს ერთ-ერთმა მენეჯერმა გადაწყვეტილება შტერნის სასარგებლოდ მიიღო, ხოლო მეორე მენეჯერმა არ გაითვალისწინა არც მისი კოლეგის, არც დილერის, არც მოთამაშეების აზრი და €36.000 ევროიანი დავა ესპანელი მოთამაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

თამაშს, სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთად, ჯუა ჰელპიც ესწრებოდა, რომელმაც ფოტოების გადაღება გადაწყვიტა, რაზეც კაზინოს ადმინსტრაციისგან გაფრთხილება მიიღო. ფოტოების გადაღების შემთხვევაში, მას კაზინოს შავ სიაში მოხვედრა ემუქრებოდა. 

მოგვიანებით, დენიელ შტერნმა განმარტა, რომ EPT-ისა და არსებულ დარიგებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თამაში ერთ კაზინოში იმართებოდა. თუმცა სხვა მოთამაშეებს, EPT-ის მიერ ამ კონკრეტული კაზინოს არჩევის შესახებ, თავიანთი უკმაყოფილება არ დაუმალავთ, რადგან მსგავსი უხერხული ინციდენტი კაზინოში აქამდეც მომხდარა. 

თეგები
პოკერი EPT ansky

რუმები

ქართული უცხოური