მარტინ ფინგერი EPT Barcelona ჰაი როლერს იგებს
25 წლის გერმანელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, მარტინ ფინგერმა, რომლის კარიერაც უკვე ითვლის EPT Prague Main Event-ისა და EPT London High Roller-ის ტიტულებს, კიდევ ერთი EPT-ის ივენთი, ამჯერად Barcelona High Roller მოიგო, €865.900 ევროთი პირველი ადგილისთვის. ამ მოგებით, გერმანელი, პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც EPT-ის სამი ტიტული აქვს მოპოვებული.
ივენთი ერთდღიანი ტურნირის სახით იყო დაგეგმილი, რომელსაც მეინ ივენთი უნდა მოჰყოლოდა, თუმცა დილის 5 საათზე, ფინალურ მაგიდაზე კიდევ სამი მოთამაშე იყო დარჩენილი. ამიტომაც გამარჯვებულის გამოსაკვლევად დაგეგმილი ბრძოლა ერთი დღით გადაიდო. ტურნირში, ცნობილ მოთამაშეებთან ერთად, ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ, როგორებიც ნეიმარი და ჟერარ პიკე არიან.
ფინალური მაგიდა, გერნამელმა, ჩიპ ლიდერის პოზიციით დაიწყო. შორტ სტეკი, ბრიტანელი მოთამაშე, ლივე ბურე იყო. 10 ბიგ ბლაინდით დარჩენილმა ბურემ 'ბატონიდან' QT-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც მარკ ტელტშერმა A4-ით უპასუხა და გამარჯვებაც მოიპოვა. ლივ ბურესთვის, მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, მოგებული €391.000 ევრო, რიგით მეორე დიდი მოგებაა.
ფინალური ჰედს-აპი მარკ ტელტშერის უპირატესობით მიმდინარეობდა და გერმანელს სულ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. მაგრამ ერთ-ერთი გადამწყვეტი ოლ ინის დროს, როცა ფინგერი JJ-ით ტელტშერის KJ-ის დაუპირისპირდა, გერმანელმა მოახერხა მოწინააღმდეგის 3 აუტის აცილება და სიტუაციის საგრძნობლად გამოსწორება. ამის შემდეგ, ფინგერის სტრატეგია შეიცვალა - ის ფრთხილი თამაშით, პოზიციიდან ლიმპინგით ცდილობდა მშვიდად, ნელა, მაგრამ დამაჯერებლად შემოეტრიალებინა ტურნირის ბედი.
უკანასკნელი დარიგების დროს, ფინგერის სტეკი უკვე ორჯერ აღემატებოდა მოწინააღმდეგისას, რომელმაც J9-ით სცადა გერმანელთან დაპირისპირება. ფინგერმა, ტელტშერის ოლ ინს A4-ით უპასუხა და უპირატესობა მთლიან ბორდზე შეინარჩუნა. ტელტშერს, მეორე ადგილისთვის, €586.500 ევრო შეხვდა.
ფინგერისთვის, ისე როგორც ლივ ბურეს შემთხვევაში, პირველი ადგილისთვის აღებული €865.900 ევრო, კარიერაში რიგით მეორე დიდი მოგებაა, რომელსაც მხოლოდ EPT Londong High Roller-ზე მოგებული £821.000 ფუნტი უსწრებს. ამ გამარჯვებით, მარტინ ფინგერის კარიერული მოგება $6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.





