გასული კვირის მიმოხილვა

დენიელ კეიტსი $5 მილიონ დოლარს აგებს

2014 წელს, დენიელ Junglman კეიტსმა, ონლაინ თამაშებში, წლის ყველაზე დიდი პროფიტი აჩვენა, თუმცა მიმდინარე წლის პლუსში დასასრულებლად მას ბევრი შრომა დასჭირდება. მანილაში, ტომ დუანის, ფილ აივისა და პოკერის სხვა გრანდების წინააღმდეგ თამაშისას მან $5 მილიონ დოლარი წააგო. მისი ერთადერთი წარმატება ბოლო პერიოდში, High Roller ტურნირის მოგება იყო, რომლისთვისაც $100.000 დოლარი მიიღო. ასე რომ, Junglman-ს სულ რაღაც $4.9 მილიონი დოლარი დარჩა დაზიანებული ბანკროლის გამოსასწორებლად. 

 

'ბორგატა' აივის პასუხობს

2012 წელს დაწყებული დავა ფილ აივისა და 'ბორგატას' შორის კვლავ გრძელდება. 'ჯეოპოკერის' მკითხველებისთვის ცნობილია აივის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ, რომლის თანახმადაც, მოთამაშე კაზინოს გამოყენებული ბანქოს, როგორც მტკიცებულების განადგურებაში ადანაშაულებს. გასულ კვირას კი, კაზინოს წარმომადგენლების განცხადებით, გამოყენებული ბანქო, მხოლოდ ბიზნეს ინტერესების გამო განადგურდა და არა გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით. 

ნეიმარი როიალ ფლეშით €17.810 ევროს იგებს

თუ ვინმეს ნეიმარსა და 'პოკერსტარსს' შორის გაფორმებულ კონტრაქტში ეჭვი ეპარებოდა, ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ ეჭვების გასაქარწყლებლად. მას წილად ხვდა ის ბედნიერება, რაზეც ბევრი გამოცდილი მოთამაშე ვერ დაიკვეხნის. ყბაყურით გამოწვეული ორკვირიანი შესვენების შემდეგ, ნეიმარი კვლავ დაუბრუნდა 'ბარსელონას' საწვრთნელ ბაზებს. პირველივე ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელი 'პოკერსტარსის' ჰაი სტეიკს თამაშებზე შეამჩნიეს. ონლაინ თამაშის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, 'ბარსელონას' ვარსკვლავმა რივერზე როიალ ფლეში მიიღო და €17.810 ევროიანი ბანკი მოიგო. 

ნეიმარის 'პოკერსტარსის' DreamTeam-ში გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა დიდი ბრიტანედის აზარტული თამაშების კომისიამ, მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმს, ბრიტანული პრომოუტინგის ფარგლებში, ცნობილი ფეხბურთელის DreamTeam-დან ამოღება მოსთხოვა - ბრიტანული კანონმდებლობით, 25 წლამდე პირის გამოყენება აზარტული თამაშების პოპულარიზაციისთვის აკრძალულია, ნეიმარი კი მხოლოდ 23 წლისაა. 

რუმები

ქართული უცხოური