'პოკერსტარსის' და დენიელ ნეგრანუს კალიფორნიული ტურნე
ხუთშაბათს, Aviator Casino-ში, 'პოკერსტარსის' კალიფორნიული ტურნეს ფინალურმა ეტაპმა აიღო სტარტი. "პოკერის მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა და პოზიცია კანონმდებლებამდე მივიდეს" - თქვა ნეგრანუმ.
PokerStars ივლისის შუა რიცხვებიდან აქტიურ კამპანიას აწარმოებს კალიფორნიის მასშტაბით და სხვადასხვა ქალაქებში სამოყვარულო ტურნირებს მართავს. კამპანიის ფარგლებში, მოთამაშეები მოითხოვენ, სახელმწიფოს მხრიდან, ონლაინ პოკერის შესახებ კანონის გადახედვას, მის რეგულირებას და ლეგალიზებას. აქციამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პოკერის მოყვარულებს შორის. ფინალური ტურნირს დენიელ ნეგრანუ და ვანესა სელბსტი უძღვებოდნენ.
"Aviator Casino-ში გამართული ივენთი, აქამდე გამართულ ტურნირებს შორის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო, - თქვა ნეგრანუმ, - კაზინოს ხელმძღვანელებმა ძალიან შეგვიწყვეს ხელი და არაჩვეულებრივი გარემო შეგვიქმნეს." კაზინოში შეკრებილი მოთამაშეებს მართლაც ჰქონდათ მხიარულების მიზეზი - გარდა იმისა, რომ მათ თავიანთი კუმირი ნახეს და 'პოკერსტარსის' პროფესიონალებთან ითამაშეს, მათ დენიელ ნეგრანუს კიდევ ერთი ტალანტის ნახვის საშუალება მიეცათ, როცა კანადელმა პოკერის ვარსკვლავმა, ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ ემინემის Stan 'გარეპა'.
"დღეს ყველა ამბობს, რომ პოკერის თამაში გართულდა. თუ ამერიკაში იმოგზაურებ და ასეთ კაზინოებში შეხვალ, აღმოაჩენ, რომ უამრავი დამწყები მოთამაშეა დაინტერესებული პოკერით და მათთან თამაში საკმაოდ სახალისოა" - ამბობს ნეგრანუ.
მთავარი მესიჯი, რომლის მიწოდებასაც 'პოკერსტარსი' ამ აქციით ცდილობს, არის მოთამაშეებისა და სახელმწიფო მოხელეების ინფორმირება, თუ რამხელა კომფორტსა და უსაფრთხოების განცდას ქმნის სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ონლაინ პოკერი. აქციას, კალიფორნიის შტატის ყველა კაზინო და პოკერ-რუმი შეუერთდა. სამოყვარულო ტურნირებში ისეთი ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც ლივ ბურე, ჯეისონ სომერვილი და კრის მანიმეიკერი არიან.
"მთავარი მიზანი, რატომაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს californians4ipoker.com-ზე, - ამბობს ნეგრანუ, - რადგან მოთამაშეების ხმა აუცილებლად გამოადგება შტატის ხელმძღვანელობას. როცა ისინი იკითხავე, რა არის კალიფორნიელების მთავარი პრობლემები? მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემის შესახებ."
გარდა მოთხოვნებისა და ონლაინ პოკერის პრომოუშენისა, აქციამ საკმაოდ კარგი მიმართულება შეიძინა - რამდენიმე კაზინოში გამართული ივენთის პრაიზ პული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა.