გასული კვირის მიმოხილვა
ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიო პოკერმა ლას ვეგასში გადაინაცვლა - პლანეტის უძლიერესი მოთამაშეები WSOP-ზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამიტომაც, ონლაინ პოკერის აქტიურობა, მეტ-ნაკლებად, შემცირებული იყო. პოკერის სერიების დასრულების შემდეგ კი, ონლაინ თამაშები კვლავ აქტუალური გახდა.
გასულ კვირაში, შედარებით სიმშვიდე იყო FullTilt-ზე. ეს პოკერ რუმის ცვლილებებით იყო გამოწვეული - აღარ არსებობს ჰედს-აპ მაგიდები. მოთამაშეს არ შეუძლია კონკრეტული ოპონენტის არჩევა, მას შეუძლია ჰედს-აპის ლიმიტი აირჩიოს, ხოლო სოფტი ავტომატურად დაუპირისპირებს რომელიმე რანდომ მოთამაშეს. გარდა ამისა ე.წ. nosebleed-ები საგრძნობ რეგრესს განიცდის. სტადის, დროუს და მიქსდ-გეიმების თამაშებზე, მაქსიმალურმა ლიმიტებმა, შესამჩნევად დაიწიეს - $10/$20 - ულიმიტო ჰოლდემზე, $15/$30 - ფიქსდ ლიმიტ ჰოლდემზე, $10/$20 - პოტ ლიმიტ ომაჰაზე და $2/$5 პოტ ლიმიტ ომაჰა ჰაი-ლოუზე. მოთამაშეებს, სავარაუდოდ, საკმაო დრო დასჭირდებათ 'ფულტილტის' ახალ ლიმიტებთან და პირობებთან შესაგუებლად.
დავუბრუნდეთ თამაშებს! გასული კვირის ყველაზე დიდი მოგებული ვიქტორ isildur1 ბლომი იყო, რომელმაც $245.359 დოლარის მოგება შეძლო 'ფულტილტზე'. მან 70 სესიის განმავლობაში 6.158 დარიგება ითამაშა. ხუთშაბათს, 16 ივლისს, ვიქტორ ბლომმა PokerStars-ზე დღე $272.100 დოლარის პლუსში დაასრულა. თანხის უმეტესი ნაწილი, მან, 2-7 ტრიპლ დროუზე მოიგო, ხოლო დაახლოებით $25.000 დოლარამდე - პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე. HighStakesDB-ის თანახმად, ბლომმა, 109 დარიგებაში, ზუსტად 34 წუთის განმავლობაში, $500/$1000 ლიმიტის 2-7 ტრიპლ დროუს მაგიდებზე, კორტ კიბლერ-მელბის $49.000 დოლარი მოუგო. პოტ ლიმიტ ომაჰაზე "შესვენების" შემდეგ, ბლომმა, სამსაათნახევრიან სესიაში, "JesusLebtNot"-ის წინააღმდეგ გამართულ სესიაში $205.800 დოლარი დააგროვა.
ბლომისთვის, მსგავსი თანხები, განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს. წარმატებულმა დღემ, შვედ მოთამაშეს, უფრო მეტი ჟინი გაუჩინა და შემდეგი დღე $690.600 დოლარის პლუსში დაასრულა. ბლომი, ამჯერად, FullTilt-ზე, სებასტიან რუტენბერგერს დაუპირისპირდა და 2-7 ტრიპლ დროუს დუელში, მას, $202.000 დოლარი მოუგო. გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა პოტ ლიმიტ ომაჰას მაგიდები, სადაც მან დანარჩენი თანხის მოგება შეძლო.
გარდა ვიქტორ ბლომისა, გასული კვირა კარგი აღმოჩნდა კიდევ ერთი სკანდინავიელისთვის, თუმცა არა მოგებების მხრივ. ფინელი ილარი Sigmund საჰამისი, მისი ფეისბუქის პოსტის თანახმად, თავისი მეგობარი გოგოსგან ბავშვს ელოდება. მათი ექიმის განცხადებით, ისინი ბიჭის მშობლები გახდებიან.