მოთამაშე, რულეტის ბურთის მოხვედრის გამო, კაზინოსგან $300.000 დოლარს ითხოვს

ვაშინგტონის მცხოვრები Maryland Live! Casino-ს უჩივის. მისი განცხადებით, 2013 წლის დეკემბერში, კაზინოში თამაშისას რულეტის ბურთის მოხვედრის შედეგად, მან სერიოზული დაზიანებები მიიღო თვალის მიდამოებში. 

პირველად, საჩივარი კაზინოს შესახებ, შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში, გასული წლის ნოემბერში შევიდა, მაგრამ 29 ივლისს, მოსარჩელე მხარემ კვლავ წარმოადგინა საჩივრის ახალი, შესწორებული ვერსია. 2015 წლის დასაწისში, კაზინოს მიერ სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

როგორც ლინდერ სტოკსი ამტკიცებს, კაზინოს თანამშრომელმა, რომელიც რულეტის მოწყობილობაზე იყო პასუხისმგებელი, დაუდევრობა გამოიჩინა, რის გამოც რულეტის მძიმე ბურთი ჰაერში ავარდა და მას მარცხენა თვალის მიდამოებში ძლიერი დაზიანება მიაყენა. შედეგად მოთამაშეს კონტუზია დაემართა. ინციდენტის შემდეგ, კაზინოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, სტოკსი, განცალკევებულ ოთახში გაიყვანა და თვალში მისთვის უცნობი მედიკამენტი ჩააწვეთა. როგორც სტოკსი ამბობს, სწორედ ამის შემდეგ დაეწყო მას უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი. 

"არასასურველი და უცნობი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, მოსარჩელეს გაუფუჭდა მხედველობა, გაუძლიერდა ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება დაზიანებულ ნაწილში, დაუქვეითდა ფიზიკური ორიენტაცია, რაც კაზინოს თანამშრომლების დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის ბრალი იყო. უცნობი მედიკამენტური ჩარევის შემდეგ, გამოწვეული დისორიენტაციის გამო, მოსარჩელემ ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და მიიღო ტვინის შერყევა" - წერია საჩივრის ერთ-ერთ ნაწილში. 

სტოკსის მტკიცებით, მიუხედავად მკურნალობისა, მას დღემდე აწუხებს მხედველობა, ხშირად კარგავს კოორდინაციას და პერიოდულად უმეორდება პოსტ-ტრამვული თავის ტკივილები. მიღებული დაზიანებებისა და პრობლემების გამო, ის კაზინოს $300.000 დოლარის გადახდას სთხოვს. 

რუმები

ქართული უცხოური