მოთამაშეები, Full Tilt-ზე, მაგიდების შერჩევას ვეღარ შეძლებენ
თვის დასაწყისში, Fulltiltpoker.com-ზე გაკეთებულ ბლოგ პოსტში, პოკერ რუმის აღმასრულებელი დირექტორი, დომინიკ მანსური, საიტზე დაგეგმილ ცვლილებებს აანონსებდა. მისი აზრით, საიტის რეკონსტრუქცია, პოკერს ძველ ხიბლს დაუბრუნებდა.
ცვლილებები 'ფულ ტილტის' მოხმარებლების უმეტესობამ გუშინ აღმოაჩინა, როცა სოფტმა ავტომატური აფდეითი დაასრულა. სიახლე ზოგისთვის სასიამოვნო, ზოგისთვის კი საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა: აღარ არსებობს ინდივიდუალური მაგიდების ლისტი - ფორმა, რომელსაც პოკერ რუმების უმეტესობა იყენებს. სოფტის ლობის სორტირება ისევაა შესაძლებელი სტეიკების, ბაი ინის ზომისა და მაგიდაზე განსაზღვრული მოთამაშეების რაოდენობის მიხედვით. მაგრამ მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ მაგიდაზე სხვა მოთამაშეების სიის ნახვა და რომელიმე კონკრეტული ადგილის დაკავება - სოფტი მას ავტომატურად მიუჩენს ადგილს რომელიმე რანდომად არჩეულ მაგიდაზე.
როგორც მანსური ამბობს, საიტი ამიერიდან ლაივ კაზინოს მსგავსი პრინციპით იმოქმედებს - "როცა მოთამაშე ლაივ პოკერ რუმში მიდის, ის რუმის მენეჯერს ეკითხება მისთვის სასურველი თამაშის შესახებ, რის შემდეგაც მენეჯერი, მას, რომელიმე მაგიდაზე თავისუფალ ადგილს დააკავებინებს. როცა კაზინოში ახალი მომხმარებელი მოდის, რუმის მენეჯერი ახალ მაგიდებს ქმნის და ცდილობს ერთ მაგიდასთან თანაბარი რაოდენობის მოთამაშე მოხვდეს, რათა ყველას მაქსიმალურად თანაბარი და ოპტიმალური შანსი ჰქონდეს.
კიდევ ერთი დიდი ცვლილება, რომელიც საიტზე განხორციელდა, მდგომარეობს იმაში, რომ გამქრალია ყველა ჰედს-აპ მაგიდა. მანსურის აზრით, ეს გადაწყვეტილება იმ გარემოებიდან მიიღეს, რასაც პოკერის ინდუსტრიაში 'bum hunting'-ს ეძახიან - როცა გამოცდილი მოთამაშეები ერთმანეთის წინააღმდეგ არ თამაშობენ და ამის ნაცვლად შედარებით ახალ, სუსტ მოთამაშეებს ელოდებიან. "გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, ჰედს-აპ თამაშებზე ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ, - ამბობს მანსური, - ისინი უარს ამბობდნენ ნებისმიერი სახის სირთულეზე და მთლიანად ორიენტირებულნი იყვნენ გამოუცდელ მოთამაშეებზე. დამწყებებს კი, რომლებიც ჰედს-აპს პოკერში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, სერიოზული დისკომფორტი და შიში უჩნდებოდათ და საბოლოოდ ეს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ჰედს-აპი ფაქტიურად არ არსებობდა."
მრავალი რეგულარის მიერ Two Plus Two-ზე გამოთქმულ პრეტენზიებს, პოკერ რუმის მენეჯერმა, შიამ მარკუსმა უპასუხა - "ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიგვიღია. ჩვენ უამრავი იდეა მივიღეთ, უამრავი განვიხილეთ, დებატები საკმაოდ დაძაბული იყო. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალი მოთამაშეების უმეტესობა, რომელიც ჰედს-აპის თამაშს იწყებს, მალევე ნებდება და სხვა თამაშებზე ერთვება. ჩვენ გვინდოდა მოგვეძებნა ყველაზე დიდი პრობლემები პოკერში და ან გადაგვეჭრა ისინი, ან საერთოდ გაგვენადგურებინა. გასაგებია, რომ ეს პოპულარული გადაწყვეტილება არ არის და შეიძლება ჩვენ შეცდომაც დავუშვით. მაგრამ ჩვენი აზრით, ასეთი ცვლილებები, პოკერის ეკოსისტემის გამოსწორებას ხელს შეუწყობს."
ცვლილება შეეხო ე.წ. nosebleed-ებსაც - მაქსიმალური ლიმიტი NL Hold'em-ზე $10/$20 იქნება, $15/$30 FL - Hold'em-ზე, $10/$20 - PL ომაჰაზე და $2/$5 PL ომაჰა ჰაი-ლოუზე. 'ფულ ტილტის' ახალი ამბასადორის, მარკ კენედის განცხადებით, პოკერ რუმს არასდროს უთქვამს უარი სიახლეებზე და ეს შემთხვევაც ამის მაგალითია - "ასეთი ცვლილებები ბევრისთვის არ იქნება მისაღები. შეიძლება დიდი უკამყოფილება გამოიწვიოს მომხარებელში, მაგრამ სიახლეს ყოველთვის ახლავს უკმაყოფილება. გადაწყვეტილება საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ყველაფერი მომხმარებლების კომფორტისთვის კეთდება. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, პოკერის ინდუსტრიის ახალი ეპოქა შექმნას, როგორც ეს თავის დროზე Rush Poker-მა გააკეთა."





